ყინვამ მზიან სტამბოლშიც მიაღწია. თურქეთის სავაჭრო ცენტრებმა და კაფეებმა კიდევ ერთხელ გაუღეს კარი უსახლკარო ოთხფეხა არსებებს.
მაღაზიის მფლობელები სტამბულის ქუჩებში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებს დახმარებას უწევენ: ზოგიერთი მათგანი შესასვლელ კართან დებს მუყაოს ყუთებს, სადაც დაფენილია თბილი პლედები, რათა ცხოველები ცივ მიწაზე არ იწვნენ, ხოლო ზოგიერთები დაუცველ არსებებს გასათბობად შენობებშიც უშვებენ.
აი, ასე თბებოდნენ ცხოველები მაღაზიებში გასულ წლებში (ფოტო გადაღებულია 2016 წელს), თუმცა,


სელუკ ბაიკალი ბიზნესითაა დაკავებული. მას სავაჭრო ცენტრში გახსნილი აქვს კაფე და ზოომაღაზია, სადაც მამაკაცი ყოველთვის უშვებს ქუჩის ცხოველებს. მის მაღაზიასა და კაფეს თავს აფარებს 12 კატა და რამდენიმე ძაღლი.

მფლობელის იდეა ყველა მომხმარებელს არ მოსწონს, მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის მამაკაცმა კართან განცხადება განათავსა: "თუ ცხოველები გაწუხებენ, გთხოვ, ნუ შემოხვალთ მაღაზიაში."
ძლიერი ყინვის დროს, კომპანიონი ცხოველებისთვის ბედნიერებაა სითბოში ყოფნა.
"ნუ იქნებით დაუცველი არსებების მიმართ გულგრილნი!"
ასევე იხილეთ:
მამაკაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სათვალთვალო კამერა მას იღებდა...
ეს კატა კლინიკის კარში გაიჭედა და თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, მაგრამ ნახეთ, რა გააკეთეს ექიმებმა
ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ