მოდელიერმა ცოცხალ პეპელას ფრთის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთა
მოდელიერმა ცოცხალ პეპელას ფრთის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთა
ამერიკელ რომი მაკლოსკის, რომელიც მოდელიერად მუშაობს, სახლში პეპლები ჰყავს. ცოტა ხნის წინ, მან უნიკალური ოპერაცია, ფრთის ტრანსპლანტაცია გააკეთა.

პაციენტი იყო 3 დღის ასაკის მონარქის პეპელა. ის ზედა ფრთის დეფექტით დაიბადა და გაუმართლა, რომ კარგ ხელში მოხვდა, ისე ნამდვილად ვერ გადარჩებოდა.

Zooclub

საოპერაციო ინტსრუმენტები: პირსახოცი, მავთულის საკიდი, კონტაქტური ცემენტი, კბილის ჯაგრისი, ბამბის ტამპონი. მაკრატელი, ტალკი, სხვა ფრთა, რომელიც მანამდე დაღუპულ პეპელას ეკუთვნოდა.

Zooclub

რომი ძალიან ფაქიზად მუშაობდა. მან პეპელას ფრთის დაზიანებული ნაწილები მოაჭრა (ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულო იყო), შემდეგ კი აღდგენის პროცესი
დაიწყო.

Zooclub

დასვენებისა და პაციენტის მიერ შინაური ნექტარის მიღების შემდეგ ფრენის დრო მოვიდა!

Zooclub

პეპელამ სწრაფად შემოიფრინა ეზოს გარშემო და დასასვენებლად ბუჩქზე დაჯდა.

Zooclub

ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. სიკვდილისთვის განწირულ პეპელას კი სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ფრენის ბედნიერება ერგო!

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?