ცნობილი კომპანიები შინაური ცხოველის მოვლისთვის თანამშრომლებს 10-დღიან შვებულებას სთავაზობენ
ცნობილი კომპანიები შინაური ცხოველის მოვლისთვის თანამშრომლებს 10-დღიან შვებულებას სთავაზობენ
ახლადაყვანილ შინაურ ცხოველს ბევრად მეტი დრო სჭირდება, რათა საცხოვრებელ ადგილს და პატრონს შეეგუოს. მას შემდეგ, რაც პატარა არსება დედას შორდება და უცხო გარემოში ხვდება, უმეტესობისთვის რთულია ადაპტირება. ზოგიერთი ცნობილი კომპანიის ხელმძღვანელობას ეს ფაქტი გათვითცნობიერებული აქვს და საკუთარ თანამშრომლებს, რომლებსაც შინაური ბინადარი ახალი აყვანილი ჰყავთ, ანაზღაურებად შვებულებას აძლევენ.

კომპანია "Mars Petcare"-ი იმ თანამშრომლებს, რომლებმაც შინაური ცხოველი აიყვანეს, 10 დღის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში უშვებს. თუ მომავალშიც ცხოველთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემები, კომპანიაში დასაქმებულებს თავიანთი ბინადრის სამსახურში მიყვანის უფლება ეძლევათ სრული სამუშაო დღის განმავლობაში.

"Mparticles"-ი (ციფრული
კომპანია) საკუთარ თანამშრომლებს სთავაზობს ორკვირიან ანაზღაურებად შვებულებას იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებაში დასაქმებული ცხოველს თავშესაფრიდან
აიყვანს.

"ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ დეკრეტულ შვებულებას, მამებს ვუშვებთ ჩვილების მოსავლელად. რითია ცხოველი ნაკლები, როდესაც ოჯახის ახალი წევრი ხდება? ჩვენ არც მათ ვუწევთ დისკრიმინაციას", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლეოლ პეპინო, "ჯოინფომედიასთან" მიცემულ ინტერვიუში.

ცხოველის აყვანის შემთხვევაში "BitSol Solutions"-ი (ინოვაციების კომპანია) თანამშრომლებს სთავაზობს ანაზღაურებად შვებულებას 1 კვირის განმავლობაში.

"შინაური ცხოველები ახალშობილებს ჰგვანან, რატომ არ უნდა გავათავისუფლოთ თანამშრომლები გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაოდან, როდესაც მათი ოჯახის ახალი წევრი - ლეკვი ან კნუტი ხდება?" - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გრეგ ბიუკენენი.

ლუდსახარშმა კომპანიამ "BrewDog"-მაც დააწესა ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ოჯახში ახალი ბინადარი ჰყავთ.

"მიზეზი? მე ძალიან მიყვარს ცხოველები", - ამბობს "BrewDog"-ის გენერალური დირექტორი.

რამდენიმე წელია, არსებობს პრაქტიკა, როდესაც კომპანია საკუთარ თანამშრომელს სამსახურიდან საპატიო მიზეზით ათავისუფლებს. ამ საპატიო მიზეზად კი შინაური ცხოველის სიკვდილი ითვლება. ოთხფეხა მეგობრის დაკარგვამ შესაძლოა ადამიანი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანოს და ამას დღითიდღე მეტი კომპანიის მფლობელი ათვითცნობიერებს. სწორედ ამიტომ, გარკვეული კომპანიები შინაური ცხოველის პატრონს 1-2 დღე სამსახურიდან ათავისუფლებს.

ასევე იხილეთ:

რატომ უნდა ატაროთ სამსახურში ძაღლი


საუკეთესო პროფესია მსოფლიოში: "პანდების ჩამხუტებელი"

რატომ არის ძაღლთან ერთად სამსახურში სიარული უკეთესი, ვიდრე კატასთან ერთად?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?