დათვმა ბავშვს დაბადების დღის ნამცხვარი შეუჭამა
დათვმა ბავშვს დაბადების დღის ნამცხვარი შეუჭამა
ალასკაზე, ერთ-ერთ სახლში, სადაც ოჯახი პატარა წევრის დაბადების დღისთვის ემზადებოდა, სხვენიდან შავი დათვი შეიპარა.
ის დინჯად შევიდა მისაღებ ოთახში, სადაც ნამცხვრები ელაგა და გემრიელად მიირთვა.

"სხვა ოთახში ვიმყოფებოდი, როცა უცნაური ხმა გავიგონე, ოთახში შესულმა დათვი რომ დავინახე, ადგილიდან ვეღარ დავიძარი, ის ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით იყო. მან თათი მაგიდაზე დადო და ნამცხვრის ლოკვა დაიწყო." – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

Zooclub

დათვის სახლიდან გასაძევებლად იუბილარის მშობლებმა დათვის დასაფრთხობი სპეციალური სპრეი გამოიყენეს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ცხოველი საერთოდ არ იყო აგრესიული.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?