ის 24 საათის განმავლობაში ხიდის კიდეს ეკიდებოდა... თითქოს გრძნობდა, რომ გადაარჩენდნენ
ის 24 საათის განმავლობაში ხიდის კიდეს ეკიდებოდა... თითქოს გრძნობდა, რომ გადაარჩენდნენ
როგორ აღმოჩნდა დათვი მდინარეზე აგებული ხიდის ქვეშ, არავის დაუნახავს, თუმცა, მან იქ დაახლოებით 24 საათი გაატარა.

იმისათვის რომ არ ჩამოვარდნილიყო, მტაცებელი ხიდზე ყველაფერს ეჭიდებოდა, რაც მის სიახლოვეს იყო. მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, ცხოველმა ნამდვილი ძალა და ნებისყოფა გამოავლინა, თუმცა, მას არჩევანიც არ ჰქონდა.

Zooclub

საბედნიეროდ, მტაცებელი შეამჩნიეს და მის დასახმარებლად აშშ-ს გარეულ ცხოველთა დახმარების თანამშრომლებთან ერთად მაშველებიც მივიდნენ.

"როდესაც ის ხიდზე მოხვდა, სასიკვდილო მახეში გაება. სავარაუდოდ, ცხოველი მანქანების ხმაურმა შეაშინა. იგი ხიდის კიდეს დაეჭიდა და მის  ქვეშ აღმოჩნდა, საიდანაც გამოსავალი ვერ მოძებნა",
- ამბობს აშშ-ს  გარეულ ცხოველთა დახმარების თანამშრომელი.

Zooclub

საცოდავი არსება დაახლოებით 24-საათიანი ბრძოლის შემდეგაც კი არ
ნებდებოდა და სიცოცხლისთვის იბრძოდა.  

მაშველებმა ხიდის ქვეშ გაშალეს დიდი, მყარი ბადე, რის შემდეგაც დათვს ტრანკვილიზატორი ესროლეს და დააძინეს, რადგან მტაცებელი ბეტონის ჯებირს თათებს არ უშვებდა.

Zooclub

საბედნიეროდ, გადარჩენის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვეტერინარული შემოწმების შემდეგ ცხოველი ტყეში გაუშვეს.

ასევე იხილეთ:

როდესაც ჭაში ჩავარდნილმა ძაღლმა ადამიანი დაინახა, სიხარულისგან ყმუილი დაიწყო

მაშველებმა მანქანიდან მდინარეში ჩავარდნილი პატრონი და ძაღლი ამოიყვანეს

ღრმულში ჩავარდნილი პატარა სპილო მაშველებმა გადაარჩინეს და დედას ხელში აყვანილი მიუყვანეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?