ზოოკლუბზე უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო
ზოოკლუბზე უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო
ზოოკლუბის ონლაინ მაღაზია ძაღლის მეპატრონეებს დიდ სუპრიზს უმზადებს. ყველას, ვისაც ჰყავს ძაღლი, იანვრის ბოლომდე შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს პრემიუმ ხარისხის საკვები საჩუქრად ერთგული მეგობრისათვის.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხარებლები უნდა ესტუმრონ ზოოკლუბის მაღაზიის გვერდს და შესაბამის ფანჯარაში შეიყვანონ მათი საკონტაქტო ინფორმაცია. დაფიქსირებული მომხმარებლებიდან შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა სამი მონაწილე. თითოეულ მათგანს დაუკავშირდება ზოოკლუბის ადმინისტრატორი და დაუსვამს ერთ კითხვას ცხოველების შესახებ. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ისინი გახდებიან, გათამაშების გამარჯვებულები და საჩუქრად გადაეცემათ ძაღლის 15/18 კგ.-იანი საკვები ტომარა. გარდა ამისა, გათამაშების მონაწილეებს ექნებათ შანსი მიიღონ
20-50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ზოოპროდუქციაზე.

გამარჯვებულთათვის საჩუქარი დააწესა ზოოკლუბის პარტნიორმა კომპანია -„Dibaq Georgia“-მ, რომელიც ნატურალური ესპანური
საკვების შემომტანია ქართულ ბაზარზე.

ზოოკლუბისა და „Dibaq Georgia“-ს ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, თამაშდება ესპანური და ჩეხური წარმოების საკვების პროდუქცია. მათ შორის:

დიკანისა
და დიბაქის ბრენდების დაბალანსებული წნეხილი საკვები, რომლებიც მზადდება მკაცრად შერჩეულ ნედლეულებზე ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს პროდუქცია გამოირჩევა იმით, რომ დამზადებულია ექსტრუდირების პროცესით, რის შედეგადაც ინგრედიენტები მიყვანილია იმ კონდიციამდე, რომელიც საკვებს სასიამოვნო გემოს უნარჩუნებს და მისი ათვისება ძაღლისთვის მაქსიმალურად ადვილია.

ფიტმინი სიცოცხლისთვის - მაღალი პრემიუმ ხარისხის საკვები, რომელიც შეიცავს 25% ახალ ხორცს და გამოირჩევა მაღალი ხარისხის საკვები ღირებულებითა და სასიამოვნო არომატით. იგი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?