რატომ სურს მსოფლიოში ყველა ცხოველს ამ ბიჭთან ერთად სელფის გადაღება?
რატომ სურს მსოფლიოში ყველა ცხოველს ამ ბიჭთან ერთად სელფის გადაღება?
30 წლის ირლანდიელი ალან დიქსონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ამის მიზეზი მისი ჰობია - მხიარული სელფების გადაღება სხვადასხვა ცხოველთან ერთად. მის კოლექციაშია კენგურუ, პონი, აქლემი, ზღვის ლომი, თხა და სხვა ცხოველები, თუმცა, მათგან გამოირჩევა ავსტრალიელი ცხოველი - ქუოკა.

Zooclub

Zooclub

2013 წელს ალანმა გაიმარჯვა კონკურსში "მსოფლიოში საუკეთესო ნამუშევარი" და განსაკუთრებული ინდივიდების გამოსაკვლევად კუნძულ როტნესზე (ავსტრალია) გაემგზავრა.

Zooclub

Zooclub

ერთი წლის შემდეგ მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განათავსა სელფი აქლემებთან ერთად. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში.

Zooclub

მან საკუთარი ჰობი სამუშაოდ აქცია და
დღეს ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, იღებს პროფესიონალურ ფოტოებს და გამოიმუშავებს ფულს.

Zooclub

ალანი საკუთარ თავს "ცხოველთა
მომთვინიერებელს" უწოდებს, ხოლო საქმეს - "სათავგადასავლო ჟანრის მუშაობას."

Zooclub

საიდუმლო მარტივია: "ცხოველთან იყავით მშვიდი, არ მოახდინოთ მისი პროვოცირება, სანამ არ მოიპოვებთ ნდობას, მაგრამ თავიდან დარწმუნდით, რომ ის ნიანგი არ არის."

Zooclub

Zooclub

ასევე, ფოტოგრაფი გვირჩევს, გამოვრთოთ ფოტოაპარატის ფლეშ განათება და ხმა.

Zooclub

ერთი სელფის გადასაღებად ალანს სჭირდება 5 წუთიდან 3 საათამდე, რაც დამოკიდებულია ცხოველის ნდობის მოპოვებაზე.

Zooclub

როგორც ტექსტის დასაწყისში აღვნიშნეთ, მისი კოლექციის ვარსკვლავია ქუოკა ანუ მოკლეკუდა კენგურუ - პატარა ცხოველი, რომელიც კურდღლის სიდიდისაა.

Zooclub

სწორედ ალანის დამსახურებაა, რომ უსაყვარლესი ქუოკა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებამ გაიცნო, მანამდე კი ცოტამ თუ იცოდა მისი არსებობის შესახებ.

Zooclub

ფოტოხელოვანი დღემდე განაგრძობს მსოფლიოს საუცხოო ადგილების მონახულებას. ინსტაგრამზე მის გვერდს 500 ათასზე მეტი ადამიანი თვალს ადევნებს.

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების სელფი

11 წლის ბიჭმა მსოფლიოს ანახა, თუ როგორ შეიძლება გადაიღოთ სელფი ვეშაპთან

11 ყველაზე წარმატებული ფოტო კატების მონაწილეობით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?