რა ხდება, როდესაც ქორწილში სტუმრად ვეფხვი მოდის...(+ვიდეო)
რა ხდება, როდესაც ქორწილში სტუმრად ვეფხვი მოდის...(+ვიდეო)
ინდოეთის სოფელ მასულხაპას მცხოვრებლებს ვეფხვისგან სახურავზე დამალვა მოუწიათ.
მტაცებელი მაშინ გამოჩნდა, როდესაც სოფელში ქორწილს ზეიმობდნენ. სტუმრები პანიკაში ჩავარდნენ, სახლის სახურავზე ავიდნენ და ვეფხვის ქცევას იქიდან ადევნებდნენ თვალყურს. ცოტა ხნის შემდეგ ვეფხვი ტყეში დაბრუნდა.

ერთ-ერთმა სტუმარმა ვეფხვი ვიდეოთი გადაიღო. კადრს მიღმა შეშინებული ადამიანების ხმა ისმის. ვიღაც ლოცულობს, ვიღაც ითხოვს კარის შემოწმებას…

ტყის დაცვის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვეფხვს მას შემდეგ აკვირდებიან, რაც შეამჩნიეს მეზობელ დასახლებულ პუნქტში, სადაც იგი ქალსა და თხას თავს დაესხა. ქალი გადარჩა, თხა კი დაიღუპა.

სპეციალისტების თქმით, ვეფხვმა ახალგაზრდა ვეფხვთან
ტერიტორიისთვის ბრძოლა წააგო და ამის შემდეგ მას მჭიდროდ დასახლებულ ადგილას გადასვლა მოუწია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?