"თანამედროვე ტარზანი", რომელსაც ადამიანებზე მეტად ცხოველების გარემოცვაში ყოფნა ურჩევნია (+ფოტოგალერეა)
"თანამედროვე ტარზანი", რომელსაც ადამიანებზე მეტად ცხოველების გარემოცვაში ყოფნა ურჩევნია (+ფოტოგალერეა)
"ჯუნგლების მეფე" და "ნამდვილი ტარზანი"- სწორედ ასე უწოდებს საკუთარ თავს ეგზოტიკური ცხოველების სპეციალისტი, მასწავლებელი და ზოოპარკის თანამშრომელი მაიკლ ჰოლსტონი მაიამიდან (აშშ).

მაიკლის ინსტაგრამის გვერდი სავსეა იმ ფუმფულა, საშიში, საოცარი და უნიკალური ცხოველების ფოტოებით, რომლებზეც იგი დიდი სიყვარულით ზრუნავს და ყველაზე დიდ დროს მათ გარემოცვაში ატარებს.

მაიკლი დროსა და ენერგიას არ ზოგავს, რათა ადამიანებს ბევრი რამ გაუზიაროს ცხოველების შესახებ. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სკოლას, სადაც ბავშვებს ცხოველების სიყვარულს და დამოკიდებულებას ასწავლის.

ამ ფოტოების შემხედვარე, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ჰოლსტონის ცხოვრება ნამდვილ საგიჟეთს
ჰგავს, რადგან მისი ინსტაგრამის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ეხუტება იგი ვეფხვს, მაიმუნთან ერთად მიირთმევს
ბანანს, რეპტილიების სხვადასხვა სახეობასთან პოზირებს და სხვა ისეთ ცხოველთან, რომლებთან მიახლოებასაც ადამიანების უმრავლესობა ვერ გაბედავს.

იხილეთ ცხოველებზე შეყვარებული ადამიანის უჩვეულო ფოტოგალერეა.

ასევე იხილეთ:

ოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს


კაცი, რომელსაც სახლში ნიანგი და გველები ჰყავს

5 შეიხი, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ლომების და ავაზების გარეშე ცხოვრება
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?