თბილისში ძაღლების გამოფენა გაიმართება
თბილისში ძაღლების გამოფენა გაიმართება
საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, 16 დეკემბერს, საქართველოს ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MyVet.ge-სა და თბილისი მოლის მხარდაჭერით, ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა ჩატარდება.

როგორც ZooClub.ge-ს საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციიდან აცნობეს, მიწვეულებს შორის იქნებიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი ექიმები და ასტროლოგები.

ძაღლის წლისადმი მიძღვნის გამოფენაზე იქნება: 20-ზე მეტი სახეობის ჯიშის ძაღლი, პერფორმანსები, გასართობი აქტივობები, მოწვეული ანიმატორები დამთვალიერებლებს გაახსენებენ ძაღლებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. ამავდროულად, ეს დღე შეიძენს საზოგადოებრივი
აქციის
დატვირთვას, ვინაიდან ვეტერინარი პროფესიონალები და ასტროლოგები ისაუბრებენ ოჯახში ძაღლის მნიშვნელობაზე, მის დადებით თვისებებზე, მოვლისა და ზრუნვის წესებზე. დამთვალიერებლები მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და რჩევებს პროფესიონალი ვეტერინარებისგან. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები გააცნობენ, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ცხოველების მფლობელებს. გამოფენა დაგეგმილია 16 დეკემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე.

ღონისძიება „თბილისი მოლში“ მეორე სართულის ატრიუმში გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროექტი ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის მიზანია, საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლის ყოლის, მოვლა-პატრონობის კულტურის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?