ალერგია ცხოველებზე - როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა
ალერგია ცხოველებზე - როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იტანჯება ცხოველებზე ალერგიით. ძალიან დასანანია, როდესაც ადამიანი ეჩვევა ძაღლს ან კატას და შემდეგ ალერგიის გამო უწევს მათთან განშორება. ადამიანები არჩევანის წინაშე დგებიან ან მათი ჯანმრთელობა, ან მათი ოჯახის ბინადარი.

რისკები: ცხოველის მიმართ ალერგია, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში დაემართოს ადამიანს. ასეთი ადამიანების უმეტესობას, ასევე ახასიათებს სხვა სახის ალერგიაც. მაგალითად, ყვავილის მტვერზე, საკვებზე და სხვა.
ალერგია ძირითადად მემკვიდრეობით გადადის, თუ თქვენს მშობელს ჰქონდა რაიმე სახის ალერგია, დიდი ალბათობაა, რომ დროთა განმავლობაში თქვენს ორგანიზმშიც იჩინოს თავი ამ დაავადებამ. კვლევების შედეგად დადგინდა,
რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანების 15%-ს ალერგია აქვს კატაზე ან ძაღლზე.

Zooclub

რამდენად ხშირად ემართებათ ადამიანებს ცხოველებზე
ალერგია?


ადამიანებს, რომელთაც ცხოველებზე ალერგია აქვს, უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულად ძაღლზე ან კატაზე უვითარდებათ ეს დაავადება, ძირითადად ოჯახის ბინადარი ეს ორი ცხოველია ხოლმე და დაავადების მიზეზიც ისინი ხდებიან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს ალერგია ფრინველზე, მღრღნელზე, კურდღელზე, ასევე ცხენზე, ცხვარსა და ძროხაზეც. ზოგიერთ მათგანზე ალერგიული ფონი უფრო მეტია, ზოგზე – ნაკლები.

როგორი სიმპტომები აქვს ადამიანს ცხოველზე ალერგიისას?

მისი სიპტომებია: თვალის ცრემლიანობა, ცემინება, ასთმის მსგავსი შეტევები (სუნთქვის გართულება), ასევე გამონაყარი კანზე. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ რამე სხვა დაავადება სჭირს, მაგრამ გაუმჯობესება ეწყებათ რამდენიმე დღეში, როგორც კი ცხოველს მოშორდებიან, სიმპტომები ნელ-ნელა ქრება, მაგრამ თუ ისევ ცხოველთან ექნება შეხება, ყველაფერი თავიდან დაიწყება.

Zooclub

არსებობს თუ არა ანტიალერგიული ჯიშის ძაღლი?

სამწუხაროდ, მსგავსი ჯიში არ არსებობს, ვისაც ამის პრობლემა აქვს, ყველა ძაღლი მისთვის მეტ-ნაკლებად ალერგიულია. უნდა აღინიშნოს ის, რომ ალერგიას ცხოველის ბეწვი კი არ იწვევს, არამედ მისი კანის ქერცლის მტვერი, რომელიც ბეწვთან ერთად შეუმჩნევლად იფანტება ჰაერში. ზოგიერთი ჯიშის ძაღლს, ნაკლებად სცვივა ეს მტვერი. მაგ: პუდელს, ტერიერსა და შნაუცერს.

ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოველების მიმართ ალერგია აქვთ, რეკომენდირებულია სახლში იყოლიონ რეპტილია, ან თევზები. (იმ შემთხვევაში თუ ძალიან სურს იყოლიოს შინ ცხოველი).

Zooclub

როგორ შევამციროთ ალერგიული რეაქცია ცხოველების მიმართ?

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს ცხოველზე ალერგია, შეგიძლიათ, მიჰყვეთ შემდეგ რჩევებს, რათა მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდეს.

1. ადამიანები დიდ დროს ატარებენ საძინებელში, თუ თქვენ ალერგია გაქვთ ცხოველზე, შეეცადეთ, არ შეუშვათ თქვენი ოთხფეხა მეგობარი საძინებელში.
2. სახლში გააკეთეთ კარგი კონდენცირება.
3. ძილი წინ 1 საათით მაინც გაანიავეთ საძინებელი (ზამთარშიც კი).
4. სახლი რეგულარულად წმინდეთ მტვერსასრუტით.
5. ხშირად აბანავეთ თქვენი ოთხფეხა ბინადარი.
6. არ მისცეთ თქვენს ძაღლს ან კატას უფლება დაწვეს სავარძელზე ან დივანზე.
7. თუ თქვენი ბინადარი მიგყავთ სადმე მანქანით, მანქანის სავარძელზე დაუფინეთ პლედი ან რაიმე მსგავსი.
8.მაქსიმალურად იზრუნეთ თქვენი ბინადარის სისუფთავეზე. კვებეთ სწორად და მიეცით მისთვის საჭირო ვიტამინები.
9. თუ თქვენ გაქვთ ეზო, მიეცით უფლება თქვენს ოთხფეხა მეგობარს მეტი დრო გაატაროს ღია სივრცეში.
10. თქვენი ბინადრის მოვლის შემდეგ, კარგად დაიბანეთ ხელები.

Zooclub

ადამიანების უმეტესობას, ვისაც ცხოველზე ალერგია აქვს, ხშირ შემთხვევაში ახალ პატრონს ეძებენ თავისი ცხოველისთვის, ან ყველაზე ცუდი – ქუჩაში აგდებენ, ან თავშესაფარში მიჰყავთ, რაც შემდეგ მათთვის სავალალო შედეგით მთავრდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენ პრობლემას არ მოაგვარებს. ძაღლიც და კატაც ყოველთვის ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ ადამიანის გვერდით და ძალიან რთულია, თავი აარიდოთ მათთან კონტაქტს, თუნდაც მაშინ, როდესაც სტუმრად მიდიხართ სახლში, სადაც ჰყავთ ცხოველი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?