რამდენად საშიშები არიან ბუზები ადამიანებისთვის
რამდენად საშიშები არიან ბუზები ადამიანებისთვის
პენსილვანიის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 3 კონტინენტიდან ბუზების 116 მიკრობიომი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ მწერების საშიშროება სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული. ბუზებს ასობით ისეთი განსხვავებული ბაქტერიის გადატანა შეუძლიათ, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის საშიშია.
კერძოდ, ბუზების 300 სახეობაზე მეტი ბაქტერია აღმოაჩინეს, მათ შორის Helicobacter pylori-ი, რომელიც კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს იწვევს.

მიკრობების უმრავლესობა მწერებს თათებითა და ფრთებით გადააქვთ. ბაქტერიებს მწერები “აგროვებენ” გახრწნილ ორგანულ ნივთიერებებსა და ფეკალიებზე, რომლებიც მატლების განვითარებისთვისაა საჭირო.

საინტერესოა, რომ ქალაქში მწერებს ბევრად მეტი პათოგენი გადააქვთ, ვიდრე ბუზებს
ქალაქგარე დასახლებებში. ეპიდემიის შემთხვევაში მწერები პათოგენებს ძალიან სწრაფად ავრცელებენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?