ოთხდღიანი "ღორული ცხოვრება"
ოთხდღიანი "ღორული ცხოვრება"
კორეელმა მსახიობმა და ფოტოხელოვანმა მირუ კიმმა უცნაურ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. მან 104 საათი (4 დღეზე მეტი) ღორებთან ერთად გომურში, სრულიად შიშველმა გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ მირუს ძალიან ეშინია ბაქტერებისა და მიკრობების, ექსპერიმენტზე უარი მაინც არ თქვა.

არტ-ინსტალაციას "მე მომწონს ღორები და ღორებს მოვწონვარ მე" ეწოდება.

სტუმრებს ავანგარდული მსახიობის 4-დღიანი "ღორული ცხოვრებისთვის" თვალის დევნება სპეციალური ფანჯრიდან შეეძლოთ.

გოგონა ღორებთან ერთად ჭამდა და მათთან ერთად ეძინა. ის თავის პერფორმანსს "მაღალ ხელოვნებად" აფასებს.

Zooclub

მირუ წარმოშობით სამხრეთ კორეიდან არის, ის კორეელი ფილოსოფოსის ქალიშვილია,
ხოლო
თავად ფოტოსესიებით გაითქვა სახელი, რომლებსაც ყველაზე უცნაურ ადგილებში იღებს.

ღორებთან 4-დღიანი თანაცხოვრების იდეა მირუს ფრანგი
ფილოსოფოსის, მიშელ სერესის წიგნმა – "ხუთი გრძნობა: სხეულების შეერთების ფილოსოფია", – შთააგონა, რომელიც კანის თავისებურებებს სწავლობს.


"მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები ზემოდან გიყურებენ. ღორები კი ისე გიყურებენ, როგორც თანასწორს" – უინსტონ ჩერჩილი.



მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?