ტურისტს, რომელიც სანაპიროზე თევზს ვიდეოს უღებდა, ნიანგმა ჯერ თევზი შეუჭამა და შემდეგ მასზე მიიტანა იერიში… (+ვიდეო)
ავსტრალიაში ნიანგმა უკბინა ბრიტანელ ტურისტ ქალს, რომელიც სანაპიროზე სეირნობდა.

ვიდეო, სადაც ნიანგის ქალზე თავდასხმაა აღბეჭდილი, თავად დაზარალებულმა ელი ბალიფენტმა თავის ფეისბუქის გვერდზე დადო.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე კეიტი სანაპიროზე სეირნობდა და თევზებს ვიდეოს და ფოტოს უღებდა. მოულოდნელად, თითქმის არსაიდან, გაჩნდა ნახევარმეტრიანი ნიანგი, რომელმაც ჯერ თევზი შეჭამა, შემდეგ კი ელიზე გადაერთო და ფერდში უკბინა. ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე დღეს გაწერეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?