ბუსუსიანმა ობობამ ქალი ”მძევლად” აიყვანა (+ვიდეო)
ავსტრალიელი ქალბატონი 20 წუთის მანძილზე, ობობის გამო, მანქანიდან ვერ გადმოდიოდა. 

ვიდეო, რომელიც მან ”პატიმრობისას” გადაიღო, პორტალ Mashable-ზე გამოქვეყნდა.

ბიანკა მერიკმა ობობა ავტომობილის სალონში აღმოაჩინა მაშინ, როდესაც იგი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ეს გაბურძგნული არსება ზუსტად მის თავს ზემოთ იჯდა.
თავიდანვე მას უნდოდა გაჩერებულიყო, მაგრამ გაიფიქრა, რომ არ იცოდა, როგორ გამოსულიყო მანქანიდან, ან როგორ მოეცილებინა ობობა, ამიტომ გააგრძელა მოძრაობა ისე, რომ სპეციალურად არ აქცევდა ყურადღებას ფეხსახსრიანს.

”ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 20 წუთი იყო”, - აღიარა მან.

თუმცა, სახლში მისვლისას გოგონამ გადაწყვიტა, არ
მიეღო რამე ზომები, ის ნელა გამოვიდა მანქანიდან და დასაძინებლად წავიდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. როდესაც
მეორე დღეს მწერთა საწინააღმდეგო სპრეით მანქანაში შეიხედა, ობობა იქ აღარ იყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?