ხელში აყვანილი შვლის ნუკრი ტირილს იწყებს, როდესაც მამაკაცი მას მიწაზე უშვებს (+ვიდეო)
ხელოსნების ჯგუფს გზაზე ელექტრო ენერგიის კაბელები გაჰყავდათ, როდესაც ბუჩქებში გახლართული შვლის ნუკრი შენიშნეს. ცხოველი შეშინებული და დაბნეული ჩანდა. პატარა "ბემბი" იმ ხის სიახლოვეს გაება მახეში, რომელიც მუშებს უნდა მოეჭრათ. 

საბედნიეროდ, ხელოსნებმა ის გადაარჩინეს, თუმცა, ტყის ცხოველი კვლავ სტრესულ მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთმა მამაკაცმა იგი ხელში აიყვანა, ეხუტებოდა და ამშვიდებდა.

ხელოსანს სამუშაო უნდა გაეგრძელებინა და ნუკრის გაშვება სცადა, თუმცა, ცხოველი თავს იმდენად კომფორტულად და დაცულად გრძნობდა, რომ მაშინვე ტირილს იწყებდა და დამახასიათებელი ხმიანობით აპროტესტებდა.

საბოლოოდ, მამაკაცმა ის მიწაზე დასვა. მუშებმა მათ სიახლოვეს დაინახეს
შველი,  რომელიც ნუკრს თვალს არ აშორებდა. "ბემბი" მასთან ახლოს მიიყვანეს და გაუშვეს. რამდენიმე წუთში ცხოველებმა
ტერიტორია დატოვეს. 

იხილეთ ემოციური ვიდეო

ასევე იხილეთ:

ზღვაში სასეირნოდ გასულ მეგობრებს უცნაური რამ შეემთხვათ

ეს სპილო სამი კვირაა, ერთი და იმავე ადგილზე დგას. ვერ წარმოიდგენთ, რას ელოდება

დედა მელია მოთმინებით ელოდება, როდის გადაარჩენენ ადამიანები მის ნაშიერს
nini
ვაიმე რა საყვარელია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?