12 ყველაზე სასტიკი ცხოველის ნაშიერი
12 ყველაზე სასტიკი ცხოველის ნაშიერი
ბავშვობა ყველაზე უზრუნველი და სიხარულით სავსე ცხოვრების ეტაპია. ყოველივე ბავშვის სახეზე აისახება და არა მარტო ბავშვი, არამედ მსოფლიოში ბინადარი ყველა პატარა არსება გამოხატავს ემოციებს.

ჩვენ შევკრიბეთ პატარა მტაცებლების ფოტოები, რომლებიც მომავალში გადაიქცევიან საშიშ და სასტიკ არსებებად, თუმცა, ჯერ ისინი საოცრად ნაზი და საყვარელი ცხოველები არიან.

ჯიქი

Zooclub

ჯიქი თავისუფლად გადაადგილდება ხეებზე, სადაც ისვენებს ან მაიმუნებს უსაფრდება, თუმცა, ეს მტაცებელი ძირითადად მიწაზე ნადირობს - უჩუმრად ეპარება ნადავლს და თავდასხმის მიზნით, დიდ ნახტომს აკეთებს.

დათვი

Zooclub

დათვის ნაშიერი ძალიან პატარა - კილოგრამზე ნაკლები იბადება, თუმცა, ნახევარ
წელიწადში 20 კგ.-ზე მეტს აღწევს. 3 თვის ბელს სრულიად ამოსული აქვს სარძევე კბილები და იწყებს
კენკრის, სხვადასხვა მცენარისა და მწერების ჭამას.

მგელი

Zooclub

მგელს საოცრად მეტყველი გამოხედვა აქვს. სპეციალისტები ასხვავებენ 10-ზე მეტ მიმიკას: განრისხებული, აღშფოთებული, სითბოს გამომხატველი, მხიარული, შეშინებული, მშვიდი, დამფრთხალი, მიმნდობი, დათრგუნული.

ალიგატორი

Zooclub

ალიგატორს ნადირობისას ხელს უწყობს საოცარი მოთმინების უნარი. მას შეუძლია ნადავლს წყლის ქვევიდან საათობით უთვალთვალოს, სანამ თავს დაესხმება.

ევრაზიული ბუ
(ზარნაშო)

Zooclub

თუ ფხიზელი ძილი გაქვთ, შეიძლება, ზარნაშოს შეგადაროთ. უმნიშვნელო ხმაც კი საკმარისია, რომ ევრაზიულმა ბუმ გაიღვიძოს, რადგან ის ნადირობისთვის ყოველთვის მზადაა.

აფთარი

Zooclub

აფთრების ხროვას უნარი აქვს, ლომებს წინააღმდეგობა გაუწიოს, რათა ნადავლი დაიცვას. მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ცხოველის დაჭერა და ჭამა შეუძლიათ დაწყებული პატარა ანტილოპებით, დამთავრებული კამეჩებითა და ახალგაზრდა ჟირაფებით.

ვეფხვი

Zooclub

ჩვეულებრივ, ვეფხვები სხვა ცხოველების მისამართით ხმიანობას არ გამოსცემენ, მაგრამ თავიანთ მოძმეებთან დიდ მანძილზეც კი ღმუილით ურთიერთობენ. თუ ეს მტაცებელი თავდასხმას გადაწყვეტს, იგი ფშვინავს და ყრუ ხმებს გამოსცემს.

მელია

Zooclub

მელიები კარგი მშობლები არიან. ხვადები აქტიურ მონაწილეობას იღებენ პატარების აღზრდისას. მეტიც, ისინი ძუს პატრონობენ, სანამ მათი ნაშიერები ქვეყანას მოევლინებიან.

ორბი

Zooclub

ეს ბარტყი ჯერჯერობით ვერ დაფრინავს, მაგრამ მალე მას შეეძლება წარმოუდგენელი სიმაღლიდან სამყაროს გადმოხედოს.

ავაზა

Zooclub

ეს კნუტი სულ რაღაც 2 დღის დაბადებულია, მაგრამ ორი წლის შემდეგ მას შეეძლება 120კმ/სთ. სიჩქარე განავითაროს.

თეთრი დათვი

Zooclub

დაბადებისას თეთრი დათვის ბელი 500 გრამამდე იწონის, თუმცა, ზრდასრულ ასაკში ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში ცხოველია დედამიწაზე.

ლომი

Zooclub

ლომის გარეგნობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი კუდის ბოლოს ფუმფულა "ფუნჯია", რაც ბოკვერს დაბადებიდან 5 თვეში ეზრდება.


T21
ამათგან, ყველაზე სასტიკი მელიაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?