საფრანგეთში ცხოვრობს უსაყვარლესი პატარა პანდა, რომლესაც ადგილობრივები აღმერთებენ
საფრანგეთში ცხოვრობს უსაყვარლესი პატარა პანდა, რომლესაც ადგილობრივები აღმერთებენ
ჯერ კიდევ აგვისტოში, საფრანგეთის ზოოპარკში (Zoo de Beauval) ქვეყანას მოევლინა უსაყვარლესი პანდა. დღეს ზოოპარკის ბინადარი უკვე ოთხი თვისაა. მას თვალებიც აეხილა და ძალიან ჰგავს ფუმფულა სათამაშოს.

სწორედ ეს არსება ითვლება პირველ გიგანტურ პანდად, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, ამიტომ მის ჯანმრთელობასა და ზრდის პროცესს მთელი საფრანგეთი თვალს ადევნებს.

Zooclub

პატარას მამის საპატივცემულოდ მინი იან ცზის ეძახიან (მამის სახელია იუნ ცზი). მოგვიანებით, ტრადიციის მიხედვით ( დაბადებიდან 100 დღის შემდეგ), მას ახალ სახელს დაარქმევენ.

Zooclub

პან
დას დედა ჰუან-ჰუანმა ორი შვილი გააჩინა, მაგრამ ერთი მათგანი ძალიან სუსტი აღმოჩნდა და
დაბადებისთანავე მოკვდა.

Zooclub

მინი იან ცზი მთელ დღეს დედასთან ერთად ატარებს, რომელიც პატარაზე ზრუნავს - ეხუტება და ათბობს.

Zooclub

ზოოპარკის თანამშრომლებს პატარა იანი ზოგჯერ გამოკვლევებზე მიჰყავთ, ხოლო მოგვიანებით ისევ დედასთან აბრუნებენ.

Zooclub

ჩინეთმა მეგობრული ურთიერთობის ნიშნად პანდები საფრანგეთს 2012 წელს აჩუქა, მას შემდეგ დამთვალიერებლების უმეტესობა ზოოპარკს სწორედ მათ სანახავად სტუმრობს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

დედა პანდას პირველი შეხვედრა საკუთარ შვილთან

პატარა პანდას სასაცილო ქცევებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო

პანდების თავშესაფარი- დედამიწაზე ყველაზე საყვარელი ადგილი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?