ოდრი ჰეპბერნი და ცხოველები
ოდრი ჰეპბერნი და ცხოველები
ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემლებს მაშინვე გაახსენდებათ მისი სამი ცნობილი თანამგზავრი – შველი სახელად Pippin ფილმიდან "მწვანე მამული", იორკშირელი ტერიერი სახელად Mr. Famous ფილმიდან "სასაცილო სახე" და კატა ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან".

იორკშირელი ტერიერის სახელი Mr. Famous ითარგმნება როგორც "მისტერ სახელოვანი" და მან მართლაც გაითქვა სახელი პატრონის და 1957 წელს ფილმ "სასაცილო სახეში" მონაწილეობის წყალობით. Mr. Famous-მა იორკშირული ტერიერის მოდას ჩაუყარა საფუძველი.

1958 წელს, ფილმ "მწვნე მამულის" (Green Mansions) გადაღების დროს ოდრის სახლში კიდევ ერთი ბინადარი, შველი პიპპინი გაჩნდა, რომელსაც თავად ოდრი ეძახდა
Iр. სიუჟეტის მიხედვით ფილმში პიპპინი უნდა ყოფილიყო ოდრის პერსონაჟის მეგობარი, ამიტომ იმისთვის, რომ შველი მას
მიჩვეოდა, ოდრიმ ის სახლში, მისტერ სახელოვანის კომპანიაში მიიყვანა. ერთხელ ოდრიმ ყველას გასაოცრად შველი მაღაზიაშიც კი გაიყოლა. ოდრი და პიპპინი იმდენად მიეჩვივნენ ერთმანეთს, რომ ერთად ეძინათ.

მესამე ცნობილი ცხოველი, რომელიც ოდრი ჰეპბერნთან ასოცირდება, არის მისი პარტნიორი 1961 წელს ფილმში "საუზმე ტიფანისთან" (Breakfast at Tiffany's) , რომელსაც ფილმში ეძახოდნენ "კატას". მისი ნამდვილი სახელი იყო – Rhubarb.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?