”ალპინისტი” თხები - ბუნების საოცრებები, რომლებსაც სიმაღლის შიში არ აქვთ (+ფოტო)
”ალპინისტი” თხები - ბუნების საოცრებები, რომლებსაც სიმაღლის შიში არ აქვთ (+ფოტო)
ცხოველს ყველა სახეობას თავისი საცხოვრებელი არეალი აქვს. მაგალითად, ველური მთის თხებს აქვთ გავრცელების ძალიან უცნაური არეალი - მთის მაღალი და ციცაბო ფერდობები. ეს სულაც არ არის უცნაური, რადგან ეს მთები მათ ბევრ უპირატესობას ანიჭებს, მათ შორის უზრუნველყოფს მტაცებლებისგან დაცვას, მინერალებით სავსე საკვებს და სხვ.

მკაცრი ქარები, რომლებიც ამ ფერდობებზე დაქრიან, თოვლს ხვეტავენ, რის შედეგადაც ჩნდება ბალახი და მინერალური მარილი, რომლებიც ამ თხებისთვის ნამდვილი დელიკატესია.
მოცემული ფოტოების უმრავლესობა აშშ-ს კლდოვან მთებშია გადაღებული.

მოცემული სახეობა ფაქტობრივად მთის ანტილოპაა, თუმცა, ზოგი ”ალპინისტი”, რომელიც ამ ფოტოზეა
ასახული, თხისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.

ყველა ამ ცხოველს აქვს სპეციალური ”მოწყობილობა”, რომელიც მათ ძალიან ციცაბო ფერდობებზე
სიარულის საშუალებას აძლევს.

ამ სახეობის თხებს ჩლიქები ცხენებისგან განსხვავებით გაყოფილი აქვთ, რაც ხელს უწყობს ცხოველს, უკეთ გაანაწილოს საკუთარი წონა.
ჩლიქები შუაში რბილია იმ დროს, როდესაც მათი ნაპირები უხეში და მკვრივია, რაც საშუალებას აძლევს ცხოველს, მოეჭიდოს ნებისმიერ, სულ მცირე ბზარს ან არასწორ ზედაპირსაც კი.

ზოგიერთ მათგანს ასევე უხეში ბალიშები აქვს ჩლიქებს შორის, რომლებიც ეხმარება მათ კლდოვან ზედაპირზე უკეთ მოჭიდებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?