59 წლის მომაკვდავი შიმპანზე საკვების მიღებაზე უარს ამბობდა, სანამ მასთან გამოსამშვიდობებლად ძველი მეგობარი არ მივიდა (+ვიდეო)
ევროპაში ყველაზე ასაკოვანი შიმპანზე, სახელად მამა, 59 წლის იყო. იგი ნიდერლანდების სამეფო ზოოპარკში მაიმუნების კოლონის მატრიარქად ითვლებოდა. მამა ავად იყო და საკვებზეც უარს ამბობდა. ის სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა და თითქოს ძალაც გამოლეოდა, თუმცა, ძველი მეგობრის ხილვა საოცრად ემოციური აღმოჩნდა. 

Zooclub

59 წლის შიმპანზე უბრალოდ იწვა და სიცოცხლის დასასრულს ელოდა. პროფესორი იან ვან ჰაფი მას 1972 წლიდან იცნობდა და, შეიძლება ითქვას, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ამიტომ, როცა ჰაფმა მისი ამბავი შეიტყო, მეგობარს უკანასკნელად ესტუმრა.

Zooclub

Zooclub

ხნიერი შიმპანზის რეაქცია სულისშემძვრელი და ემოციური იყო: პირველად მაიმუნმა
ჰოფის ხელიდან საკვები მიიღო, მაგრამ თავიდან ვერ მიხვდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი,
ხოლო შემდეგ
გაახილა თვალი და ძველი მეგობარი იცნო.

Zooclub

პროფესორის დანახვისას ცხოველმა უჩვეულო ხმები გამოსცა, რაც სიხარულს გამოხატავდა. ის ეფერებოდა ჰოფს და ეხუტებოდა, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა.

Zooclub
Zooclub
Zooclub

სამწუხაროდ, შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ შიმპანზე მოკვდა, თუმცა, მან ეს წლები მოსიყვარულე ადამიანებისა და სხვა მაიმუნების გარემოცვაში უზრუნველად გაატარა.

ასევე იხილეთ:

როგორ შეხვდნენ ლომები მომვლელს, რომელიც დიდი ხანია, არ უნახავთ?

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ვომბატი 32 წლის ასაკში მოკვდა

იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია
manana
ვტირი,რაკარგია,რომ არსებობს ეს საიტი,ამის წაკითხვის მერე იქნებ მიხვდნენ გულქვა ადამიანები,რომ ცხოველებს ჩვენზე დიდი გული აქვთ და უგრო დიდი სიყვარული შეუძლიათ,იქნებ ადამიანები უფრო გულმოწყალენი გახდნენ ცხოველების მიმართ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?