ვიდეო, სადაც ჯიუტი ენოტი ადამიანების დანახვისას კარს უხეშად ხურავს, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა
ეს უცნაური და სახალისო ვიდეო ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, კადრები გადაღებულია სამხრეთ იაპონიის ქალაქ ნაგანოს ზოოპარკში.

ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ ხსნის ზოოპარკის თანამშრომელი ლუქს, საიდანაც ამოდის პუტკუნა და ფუფმულა ენოტი, თუმცა, შემდეგ ის უკმაყოფილოდ ბრუნდება ჭაში და არ ავიწყდება დახუროს ლუქის თავსახური. ეს მომენტი კი ვიდეოს კულმინაცია იყო. როგორც ჩანს, მას არ მოეწონა ადამიანების ხილვა.

ვიდეოში აღბეჭდილ ცხოველს ზოგიერთი ადამიანი დისნეის გმირს ამსგავსებს. ის სოციალურ ქსელში ნამდვილ სენსაციად იქცა, ხოლო ორიგინალმა ვერსიამ 77
ათასი მოწონება და 52 ათასი კომენტარი მიიღო.

ასევე იხილეთ:

როგორ გაიქცა მაიმუნი ზოოპარკიდან - მხიარული კადრები

როდესაც გოგონამ ახალი სამსახური
დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა რისი ატანა მოუწევდა...


წლის დრამა: პინგვინი დეპრესიაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისი სამყოფელიდან ერთადერთი სიყვარული - მუყაოს გოგონა წაიღეს


nia
ჯიუტი კი არა, შეშინებულია, ვიღაცამ გააბრაზა ეტყობა....საწყალი...ცხოვრებუნააააააა.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?