ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ექიმები შინაური ცხოველის აყვანას ურჩევენ
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს ექიმები შინაური ცხოველის აყვანას ურჩევენ
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ პატრონებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარონ. მაგალითად, ჟურნალ "BMC Psychiatry"-ში გამოქვეყნებული ცდების შედეგად, დადგინდა, რომ გრძელვადიანი ფსიქიკური მოშლილობის მკურნალობისას შინაური ბინადარი შეიძლება, ჩაითვალოს "მთავარ მხარდამჭერ წყაროდ" .

მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოკითხვა ჩაატარა 18 წლის გადაცილებულ 54 ადამიანთან, რომლებიც აღრიცხულნი იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც ფსიქიკური პრობლემებიც მქონე პირები (ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია).  სპეციალისტებმა პაციენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების, მეგობრებისა და სამედიცინო მუშაკების წვლილი მათი მკურნალობისას. აღმოჩნდა, რომ მოხალისეების 60%-მა საკუთარი შინაური ცხოველები პირველ
ადგილზე დააყენა, როგორც მათი სტაბილური მდგომარეობის ყველაზე მთავარი მხარდამჭერები. 20%-მა ცხოველებს მეორე ადგილი მიაკუთვნა.

საბოლოო
შედეგებმა აჩვენა, რომ შინაური ცხოველები მნიშვნელოვნად ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. კერძოდ - განთავისუფლდნენ ნიშნებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია მათ დიაგნოზთან. ასევე, ჰქონდეთ ის მხარდაჭერა, რაც ვერ მიიღეს გარშემომყოფებისგან.

პაციენტები აღნიშნავენ, რომ შინაური ბინადარი კრიზისული სიტუაციის დროს განსაკუთრებული დამხმარე იყო. მაგალითად, როდესაც მათ ესმოდათ ხმები ან აღენიშნებოდათ სხვა არასასიამოვნო სიმპტომები. მათი თქმით, ამ დროს ცხოველი პატრონის დამშვიდებას ცდილობდა.

"შინაური ცხოველი ფსიქიკური პრობლემების ადამიანისთვის ითვლება ძირითად მხარდამჭერად და არა დამხმარე ძალად", - ამბობს კვლევის ავტორი.

ასევე იხილეთ:

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით

გინდა იყო აქტიური და ჯანმრთელი? აიყვანე ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?