სამი წლის ბავშვმა ექვსმეტრიანი პითონით ”იჯირითა” (+ვიდეო)
ვიეტნამის პროვინცია ტხანხოაში სამი წლის ბავშვმა გიგანტური პითონი ”გააჭენა”.

გამოცემა "Daily Mail"-ის ცნობით, ინტერნეტში გამოჩენილ ვიდეოზე ბავშვი ექვსმეტრიან პითონზე ზის. გველი მის მოცილებას არ ცდილობს.

ბავშვის დეიდამ აღნიშნა, რომ ოჯახს პითონი უკვე 4 წელია ყავს, როგორც შინაური ცხოველი.

"იმ დღეს წვიმდა და წყალმა ეზოს ნაწილი დაფარა", - განმარტა მან, - "ჰო და ოჯახმა პითონი გაუშვა, რომ წყალში ეთამაშა".

ვიდეო სწორედ იმ წყალდიდობის დროს გადაიღეს, რომლის გამოც ვიეტნამის პროვინცია ტხანხოაში, ნგეანსა და ხატინში 5000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. სტიქიას 54 ადმაიანი შეეწირა,
ხოლო 39 უგზოუკვლოდ დაიკარგა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?