ჯერ ვერავინ ამოიცნო ტუალეტიდან ამოსული უცნაური არსება... (+ვიდეო)
მალაიზიაში, ქალაქ აპორ-სეტარში, ერთ-ერთ სახლში ტუალეტიდან უცნობი არსება ამოვიდა.

"Daily Mail"-ის ცნობით, 25 წლის ფოტოგრაფის, ზულ ხანიფ ანიპის თქმით, იგი მეუღლესთან ერთად სახლში იყო, როდესაც ტუალეტიდან რაღაც ცხოველი ამოძვრა.

”ძალიან შეგვეშინდა. ის რაღაც ტუალეტიდან ამოცოცდა. ვფიქრობ, რომ ეს არსება მილებში გაიზარდა. შევამოწმე და არსად იყო რაიმე გასაძრომი ადგილი, საიდანაც ამხელა არსება შეიძლება იქ აღმოჩენილიყო”, - განმარტა მალაიზიელმა ფოტოგრაფმა.

მისი თქმით, ამ საკმაოდ მსუქანი არსების სიგრძე დაახლოებით 2 მეტრი იქნებოდა. თავი პატარა, კუდი კი მოკლე ქონდა. იგი ამტკიცებს, რომ ეს არ
იყო გველი. ცხოველს არავისთვის მიუყენებია რაიმე ზიანი.

ცოლ-ქმარმა ეს არსება დაიჭირეს, ჩასვეს ტომარაში და უახლოეს
მდინარეში გაუშვეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?