უცნაური მოვლენა - რატომ შეიკრიბა 230 თეთრი დათვი ვრანგელის კუნძულზე?
უცნაური მოვლენა - რატომ შეიკრიბა 230 თეთრი დათვი ვრანგელის კუნძულზე?
მკაცრი კლიმატის გამო, ტურისტული სეზონი ვრანგელის კუნძულის ნაკრძალში ძალიან მოკლე პერიოდი გრძელდება. თუმცა, ამ დროს შეიძლება, საოცარი მოვლენების მომსწრე გახდეთ, თუ გაგიმართლათ.

სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალი ვრანგელის კუნძული 1976 წელს ჩუკოტკის ოლქის აღმოსავლეთ რაიონში შეიქმნა. ის ორ კუნძულსა (ვრანგელისა და გერალდის) და მიმდებარე აკვატორიას იკავებს.

Zooclub

Zooclub

ნაკრძალი ფლორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იქ არ არსებობენ ამფიბიები და ქვეწარმავლები, ხოლო თევზი მხოლოდ ნაპირთან ახლოს ბინადრობს. სამაგიეროდ, კუნძულებზე ფრინველის 169 სახეობა გვხვდება. გარდა ამისა, ნაკრძალი ცნობილია, როგორც თეთრი დათვების ბაგა. აქ, ე.წ. სამშობიარო ბუნაგები ბევრად მეტია,
ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.

Zooclub

ნაკრძალის წყლებში ტურისტული გემები შედიან. ცოტა ხნის წინ წლევანდელი უკანასკნელი კრუიზი დასრულდა.
გემი ”აკადემიკოსი შოკალსკი” მურმანსკიდან ანადირში ჩავიდა. კრუიზის დროს ტურისტებს გაუმართლთ და მათ თეთრი დათვების უდიდესი ჯგუფი ნახეს. მტაცებლები შეიკრიბნენ კუნძულ ვრანგელის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ზღვამ მკვდარი გრელანდიის ვეშაპი გამორიყა. საჭმელად 230 თეთრმა დათვმა მოიყარა თავი. აქ იყვნენ დიდი მარტოხელა დათვები, ასევე ძუ დათვები სხვადასხვა ასაკის ბელებთან ერთად.

Zooclub

მონაცემები საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფს გადაეცა. ჯგუფი ჩუკოტსკისა და ალიასკის მცხოვრები თეთრი დათვების პოპულაციასა და ნაკრძალის ბუნებაზე დაკვირვებითაა დაკავებული.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?