გერმანიაში ვირი გაასამართლეს (+ვიდეო)
არ გააჩეროთ მანქანა ბოსლებთან!

გერმანიაში ვირი ფიტუსის ყურადღება მიიქცია მკვეთრმა ნარინჯისფერმა სპორტულმა მაქანამ McLaren-მა, რომელიც ვირების ჯოგთან სულ ახლოს იდგა.

როგორც ჩანს, ცხოველს ის საბურავებზე შემდგარი დიდი სტაფილო ეგონა, ადგა და დახრა ეს ძვირფასი ავტომობილი, რის გამოც მისი პატრონი სასამართლოში აღმოჩნდა.

ახლა ვირის პატრონს მანქანის მფლობელისთვის, ბიზნესმენ მარკუს ცანისთვის 5 000 ევროს გადახდა მოუწევს. მას მერე, რაც ზარალის ანაზღაურებაზე უარი მიიღო, მძღოლმა ქალაქ გისენის სასამართლოს მიმართა.

მანქანის რემონტი 30 000 დოლარზე მეტი დაჯდა. ამ თანხის დიდი ნაწილი დაზღვევამ დაფარა. ბიზნესმენმა
აღიარა, რომ ვირზე სულაც არ გაბრაზებულა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?