ფერმერი გაკვირვებული იყო, როდესაც დაინახა, რას მალავდა დედა იხვი ფრთების ქვეშ
ფერმერი  გაკვირვებული იყო, როდესაც დაინახა, რას მალავდა დედა იხვი ფრთების ქვეშ
ადელაიდაში (ავსტრალია) მცხოვრები ფერმერი რამდენიმე ხნის წინ უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა. მამაკაცი დილით საკუთარი იხვის სანახავად ბუდეს მიუახლოვდა იმ იმედით, რომ პატარა ჭუკებს იხილავდა, მაგრამ მან ამის ნაცვლად ფრინველის ფრთიდან რაღაც ფუმფულა ბეწვის გროვა დაინახა... მამაკაცი გაოცებული იყო.

როგორც აღმოჩნდა, ოპოსუმის ნაშიერმა დედა დაკარგა და ფერმაში შემთხვევით უსაფრთხო და თბილი ადგილი იპოვა, ხოლო იხვმა დედობრივი გრძნობა გამოავლინა და ნაცვლად იმისა, რომ ცხოველი გაეგდო, პატარა არსება დამალა და ფრთების ქვეშ გაათბო.

"როგორც ჩანს, სითბოსა და მყუდროებაში მყოფმა ოპოსუმმა მთელი ღამე გემრიელად
გამოიძინა", - ამბობს ფერმერი ხუმრობით.

Zooclub

მამაკაცი ცხოველთა დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. ჯგუფის ადგილზე მისვლამდე მან ცხოველისთვის
სახელი - დეიზი მოიფიქრა.

პატარა დეიზი გადაიყვანეს ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, სადაც მან ახალი მეგობარი -პატარა ხვადი ოპოსუმი შეიძინა. ცხოველებზე გამოცდილი მომვლელები იზრუნებენ, ხოლო როდესაც ისინი დამოუკიდებლად არსებობას შეძლებენ, კვლავ ბუნებრივ არეალში დააბრუნებენ.

Zooclub

მაშველების თქმით, იხვის დახმარების გარეშე პატარა დეიზის საფრთხე ემუქრებოდა. იგი შეიძლება სიცივისგან გაყინულიყო ან რომელიმე ცხოველს მოეკლა.

ასევე იხილეთ:

პატრონი შოკში იყო, როცა ნახა რა მოუყვანა ძაღლმა

ვერ წარმოიდგენთ, რას მალავდა გადარჩენილი ძაღლი თათებთან

ორსული ქალი კლინიკაში მივიდა, ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ის რაღაცას მალავდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?