როდესაც გოგონამ ახალი სამსახური დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა რისი ატანა მოუწევდა... (+ვიდეო)
ახალი სამსახურის დაწყებისთანავე, ველოდებით გარკვეულ სირთულეებს, რადგან ეს ყოველთვის დაკავშირებულია ახალ კოლექტივთან, რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. თუმცა, ზოგჯერ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. 

უნდა აღინიშნოს, რომ  ვიდეოს გმირი ახალ სამუშაოს პირველ დღესვე საუკეთესოდ გაუმკლავდა, მაგრამ რა ფასად დაუჯდა ეს?

გოგონამ მოირგო სამუშაო ფორმა, ფოთლების მოსაგროვებლად კალათითა და დიდი ცოცხით "შეიარაღდა". პანდების სამყოფელში კარი შეაღო და უეცრად მას თავს დაესხნენ. რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა, უკეთესია იხილოთ ვიდეო.

Zooclub

პანდებთან დიდხანს ჭიდაობის შემდეგ, გოგონამ სამართლიანად გაიმარჯვა.

პანდა მშვიდი ცხოველია, რომელიც ბამბუკის ტყეებში იმალება, მაგრამ ვიდეოში ასახული
პატარა ცხოველები გამორჩეულად მეგობრულები და კონტაქტურნი არიან, ამიტომ ვიდეო რგოლი ნამდვილად სახალისო გამოვიდა.

Zooclub

პატარა პანდები
თამაშის მოყვარულნი არიან. ადამიანების მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ და მეტიც, შეიძლება, მომვლელი მშობლად ჩათვალონ. ამ ცხოველმა ადამიანს შესაძლოა მხოლოდ თამაშის დროს უკბინოს ან დაკაწროს, მაგრამ გაცნობიერებულად ტკივილს არასოდეს მიაყენებს. ისევე როგორც სხვა ცხოველები, პანდებიც ბრაზდებიან, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე უცხოს ხედავენ.

Zooclub

ახალგაზრდა პანდა აქტიურია, მაგრამ 3-4 წლიდან ზარმაცდება და ზანტი ხდება. მას შეუძლია საათობით იჯდეს და ბამბუკის ფოთლები ნელი მოქმედებით ღეჭოს.

Zooclub

სამწუხაროდ, პანდა ტყვეობაში 13-14 წელი ცოცხლობს, მაგრამ რამდენ ხანს ცოცხლობენ თავისუფლებაში, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ასევე იხილეთ: 

სასაცილო შემთხვევა ზოოპარკში - კლოუნს გორილას ფორმა ჩააცვეს ... მსგავს დასასრულს არავინ ელოდა

ციხიდან გაქცევა: პატარა პანდების გაპარვის ყველაზე საყვარელი გეგმა

პატარა პანდას სასაცილო ქცევებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო
manCo
მომეწონა ძალიან.
დეა-ს
შენ სიცხემ ხომ არ აგიწია. ბინძური თავი გაბია და იქ შედი სადაც ახალგაზრად კონსულტანტებზე იწერება. ცხოველების გვერდზე რაზეც უნდა დაწერონ იმაზე წერენ. შენ კიდევ გაქრი აქედან უტვინო ყბადაღებულო არსება. ის ვერ გაგირკვევია სად რა უნდა ეწეროს და რაღაც სულელურ პრეტენზიებს ისვრი. ყველას რომ თავისი შვილი უყვარს თორემ შენ რა გასაზრდელი იყავი :D
დეა
რა სისულეებით აბინძურებთ ინტერნეტსივრცეს, მეტი საქმე არა გაქვთ? ჩვენს ახალგაზრდებზე დაწერეთ 14 საათი კონსულტანტებად რომ მ უშაობენ მარკეტებში და კედელზე მიყუდების უფლება არა აქვთ დაღლილ-დაქანცულებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?