როგორ დამეგობრდა კატა ვირთხებთან (+ვიდეო)
მსოფლიოში არსებობს კატის ბევრი კაფე - ადგილები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ კატებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ასეთი კაფე ბრუკლინში იქცა ცხოველების ნამდვილ თავშესაფრად, სადაც შინაური ვირთხები მშვიდად თანაცხოვრობენ კატებთან ერთად.

ნიუ-იორკში Brooklyn Cat Cafe-ში 20 სხვადასხვა ასაკის კატა ცხოვრობს. მომხმარებელს არა მხოლოდ მათთან თამაში, არამედ სამუდამოდ მათი სახლში წაყვანაც შეუძლია.

ერთ-ერთ ბინადარ კნუტ ებონს საშიში ინფექციური დაავადება - ლეიკოზი დაუდგინეს. ადამიანებზე ეს დაავადება არ გადადის, მაგრამ სხვა კატები რისკის ჯგუფში ხვდებიან. დაავადება სითხის გაცვლით, მაგალითად კბენის დროს გადადის.

საჭირო გახდა კნუტის სხვა ბინადრებისგან იზოლირება,
მაგრამ ამასთან მეორე სერიოზული საკითხი დადგა: როგორ უნდა შეწყობოდა ებონის ხელი, რომ მოწყენილი არ ყოფილიყო.
სპეციალისტებმა საკითხი თავისებურად გადაწყვიტეს. კნუტს კომპანიონობა თეთრმა ვირთხამ გაუწია. ამ სახეობის ცხოველისთვის კატის ლეიკოზი არ არის გადამდები. დიდი ვირთხა კნუტის ზომის იყო, კნუტს კი ჯერ კიდევ არ ქონდა განვითარებული მონადირის ინსტინქტი.

ვირთხა და კნუტი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. სამწუხაროდ, ებონი რამდენიმე თვეში მოკვდა, მაგრამ კაფეს პატრონები დარწმუნებულები არიან, რომ მან ბედნიერად იცხოვრა და არ იყო მარტო. ვირთხების სიცოცხლის საშუალო დრო 2 წელია, ამიტომ ვირთხაც მალე მოკვდა, მაგრამ მსგავსი მეგობრობის პრაქტიკა არ შეწყვეტილა. ახლა კაფეში არის 2 ვირთხა - რემი და ემილი, რომლებიც კნუტებთან ერთად  ცხოვრობენ და თამაშობენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ მანამდე არის შესაძლებელი, სანამ კნუტები გაიზრდებიან: რადგან მათში თანდათან იღვიძებს მონადირის ინსტინქტი. თუმცა, მანამდე ეს სხვადასხვა სახეობის ცხოველები შესანიშნავად ცხოვრობენ ერთად.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?