მას წყალზე სირბილი შეუძლია!
მას წყალზე სირბილი შეუძლია!
ასეთი ფენომენალური თვისება ამერიკის ტროპიკებში მცხოვრებ ხვლიკს ბასილისკოს (Basiliscus basiliscus) აქვს. ეს საკმაოდ მსხვილი რეპტილიაა, რომლის სიგრძე 80 სანტიმეტრს აღწევს. იგი მშვენივრად გადაადგილდება ხის ტოტებზე, შესანიშნავად ცურავს, ყვინთავს და წყალსატევის ფსკერზე შეუძლია ჩასაფრება.

თუმცა, ბუნებისთვის ეს ცოტა აღმოჩნდა. ხვლიკს უჩვეულოდ აქვს განვითარებული უკანა ფეხები, რომლის დახმარებით შეუძლია დიდი სიჩქარე განავითაროს წყლის ზეფაპირზე,ზოგჯერ 12 კმ/სთ. მსგავსი ტრიუკით ხვლიკი მაშინ სარგებლობს, როდესაც თავის გადარჩენა უნდა და მტრისგან გარბის, ან მწერებზე ნადირობს. ხვლიკს წინა ფეხები ტანზე აქვს მიკრული, კუდს კი ბალანსისთვის და საჭედ
იყენებს.

სპეციალურმა ფოტოგადაღებამ ანახა, რომ ბასილისკოს უნიკალური ნიჭის საიდუმლო (წყალზე სირბილი) სწორედ სიჩქარეშია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?