მანქანით გატანილ კოიოტს გაუმართლა, თუმცა მძღოლმა ის მოგვიანებით შეამჩნია
მანქანით გატანილ კოიოტს გაუმართლა, თუმცა მძღოლმა ის მოგვიანებით შეამჩნია
გოგონა ტყის პირას, გზაზე მანქანით მიდიოდა, როდესაც კოიოტს დაეჯახა. მას ეგონა, რომ მტაცებელი მოკვდა და გზა, ე.წ. ბამპერში გაჭედილ კოიოტთან ერთად განაგრძო.

ჯორჯია ნოქსიმ, რომელიც კანადის პროვინცია ალბერტაში ცხოვრობს, კოიოტი გაიტანა. მან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცხოველი მანქანის "ბამპერში" გაჭედილიყო. 

"დილით სამსახურში მანქანით მივდიოდი, როდესაც უეცრად კოიოტი გადმოხტა, დამუხრუჭება ვერ მოვასწარი და დავეჯახე. მხოლოდ წკმუტუნი მომესმა და ვიფიქრე, რომ ის მოკვდა", - წერს ნოქსი სოციალურ ქსელში.

აი, ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნ
და ცხოველი.

Zooclub

"როდესაც მანქანიდან გადმოვედი, საცოდავი ცხოველი მიყურებდა და ფართხალებდა. სასწრაფოდ დავრეკე ალბერტას გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში. მათ კოიოტი გაათავისუფლეს. მას არ ჰქონია
სერიოზული დაზიანებები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა ბამპერში გაჭედილი ვატარე. ბიოლოგმა ცხოველი შეამოწმა და თქვა, რომ მისი ბუნებაში გაშვება შეიძლებოდა", - ამბობს გოგონა.

კოიოტი ტყეში გაუშვეს, როგორც ჩანს, ბუნებამ ის არ გაწირა და  სხვა გეგმები აქვს ამ "ბიჭთან" დაკავშირებით.

ასევე იხილეთ:

მძღოლმა გატანილი ძაღლი მედ.პუნქტამდე "ბამპერით" ატარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?