აფრიკაში გარეული ძაღლები ხროვის შეკრებისას აცემინებენ, რათა თავიანთი გადაწყვეტილება დააფიქსირონ
აფრიკაში გარეული ძაღლები ხროვის შეკრებისას აცემინებენ, რათა თავიანთი გადაწყვეტილება დააფიქსირონ
ბოტსვანაში (სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში) სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი დაკვირვებას ახდენს აფთრისებრთა ძაღლების ხროვაზე, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნებიან. კვლევის ხელმძღვანელის - ნილ ჯორდანის თქმით, ამ ცხოველებს დასვენების შემდეგ საოცრად ქაოსური შეკრება აქვთ. ისინი ერთად იღებენ გადაწვეტილებას, წავიდნენ თუ არა სანადიროდ. საოცარი კი არის ის, რომ კენჭისყრას ცემინებით გამოხატავენ.

"ჩემი სურვილი იყო, უკეთ შემესწავლა, თუ როგორ იქცეოდნენ აფთრისებრთა ძაღლები ხროვაში და შევამჩნიე, რომ სანამ სანადიროდ გაემგზავრებოდნენ, აცემინებდნენ. ვიდეოზე გადავიღეთ  5 ხროვის 68 შეკრება. ვერ ვიჯერებდით, როდესაც ჩვენი ეჭვები გამართლდა. რაც
უფრო მეტი აცემინებდა, მით მეტი იყო ალბათობა, რომ ხროვა სანადიროდ მიდიოდა. აფთრისებრთა ძაღლებში ცემინება წარმოადგენს
კენჭისყრას", -ამბობს კვლევის ავტორი.

სპეციალისტებმა ძაღლების ხროვაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შენიშნეს: თუ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს დომინანტი ძუ ან ხვადი, გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დაცემინებაც საკმარისია, ხოლო თუ დომინანტი შეკრებას არ ესწრება, ჯგუფს სჭირდება ბევრი ინდივიდის "ხმა" (დაცემინების სახით) - დაახლოებით 10 და მეტი, რათა სანადიროდ წავიდნენ.

ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ძაღლები ცემინებით სასუნთქი გზების გაწმენდას ცდილობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აფთრისებრთა ძაღლებში ეს  სოციალური ქმედებაა, რომელიც ხროვის გადაწყვეტილებებზე აისახება.

ასევე იხილეთ:  

რუხი მგელი - შინაური ძაღლის წინაპარი

ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…


სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?