ლომის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვმა ნამდვილი ლომი გააოცა (+ვიდეო)
ემოციური ვიდეო, სადაც ლომის ფორმაში გამოწყობილი ბავშვი შუშის ბარიერიდან ნამდვილ ლომთან კონტაქტობს. უჩვეულო სანახაობა პატარას ნათლიამ ატლანტას (აშშ)  ზოოპარკში გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაც სწრაფად გახდა პოპულარული.

ბავშვის ნათლიამ კამიმ ვიდეოს შემდეგი კომენტარიც დაურთო:

"მეგობართან ერთად 11 თვის ნათლული ზოოპარკში წავიყვანე, რათა ნათლიების დღე აღგვენიშნა. ჩემს ნათლულს არიეს ეძახიან, რაც ივრითულად "ლომს" ნიშნავს, სწორედ ამიტომ დედამ ის ლომის ფორმაში გამოაწყო."

Zooclub

"ლომები  ინტერესით აკვირდებოდნენ პატარას. მეტიც, ისინი ბავშვს მიუახლოვდნენ
და შუშის დამცავი ბარიერიდან ეკონტაქტებოდნენ. არიე რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა მტაცებლებს და იღიმოდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამახსოვრო გასვლა ჩემს ნათლულთან ერთად,"-წერს სოციალურ ქსელში ბავშვის ნათლია
კამი.

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

მოულოდნელი შეხვედრა გარეულ ცხოველთან

როგორ შეხვდნენ ლომები მომვლელს, რომელიც დიდი ხანია, არ უნახავთ?

შველი ტყიდან გამოვიდა და ადამიანებს მიეგება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?