ძროხებმა ლომები სოფლიდან გაყარეს, ფაქტი სათვალთვალო კამერამ გადაიღო
"ინდოეთის სოფელ რამპარში, რომელიც გუჯარატის შტატში მდებარეობს, ძროხებმა  იშვიათი აზიური ლომები გაყარეს,"- წერს ადგილობრივი გამოცემა.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მტაცებელი სოფელში ღამით შეიპარა და ერთ-ერთ ძროხაზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა, ამ უკანასკნელს მათ დანახვაზე რეაქცია არ გამოუხატავს. რამდენიმე წუთის შემდეგ გზაზე გამოჩნდა კიდევ რამდენიმე ძროხა, რომლებმაც ლომებს ადგილის დატოვება აიძულეს.

გარეული ცხოველები აღნიშნულ სოფლებს ხშირად სტუმრობენ, სწორედ ამიტომ შინაურ ცხოველებს მათ მიმართ შიში აღარ აქვთ. მეტიც, ძროხები მათ გასაყრელად შეტევაზეც გადადიან.

ამავე სოფლის სიახლოვეს მდებარეობს გირის ეროვნული ტყე-პარკი, სადაც დღემდე ბინადრობენ უიშვიათესი
აზიური ლომები.

ასევე იხილეთ:

ამ ლომმა ძმა დაკარგა... მათი შეხვედრა საოცარი სანახავია

კამეჩის ჯოგისგან შეშინებული ლომი
ხეზე აფარებს თავს


რა მოხდა, როცა მშიერი ლომები სოფელში შევიდნენ…

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?