რისთვის აფასებენ მარტორქის რქას?
რისთვის აფასებენ მარტორქის რქას?
რქა შრეებიანი წარმონაქმნია კერანიტისგან, რომელიც შემადგენლობით ჩლიქების რქოვანა ნაწილს წააგავს.
სწორედ ამის გამო მარტორქას მითურ მარტორქა ცხენის ნათესავად თვლიან. ინდურ და იავაის მარტორქებს ერთი რქა აქვთ, ხოლო სუმატრისა და აფრიკულ მარტორქებს - ორი. დიდი ხნის მანძილზე სასწაულმოქმედი რქის გამო მარტორქებს უმოწყალოდ ანადგურებდნენ.

ითვლებოდა, რომ მოწამლული ღვინო მარტორქის რქისგან დამზადებულ თასში მაშინვე შიშინს იწყებდა, რითაც ხვდებოდნენ, რომ ღვინო მოწამლულია. დაფხვნილი რქა მძიმე მშობიარობისას შველოდა, ასევე, ეპილეფსიისა და ჭირის დროს, აღადგენდა პოტენციას, მას იყენებდნენ კანის გასაახალგაზრდავებლადაც.

ეს შეხედულებები იმდენად ღრმად ჩაჯდა ადამიანების
შეგნებაში, რომ მ
არტორქის რქის მაგიური თვისების ჯერ კიდევ სჯერათ მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული მტკიცებულება ამისა არ არსებობს. კერატინისგან დაფქვილი ძვირფასი ფხვნილი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, ძველებურად შველის ბევრს, მაგრამ მხოლოდ თვითშეგნების ძალით.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?