რატომ შედგება კუს ბაკანი ექვსკუთხედებისგან?
რატომ შედგება კუს ბაკანი ექვსკუთხედებისგან?
ამ ფორმის უჯრედების წყალობით, ბაკანი ყველაზე ადვილად იზრდება.

კუ იზრდება და მათი ბაკანი მათთან ერთად უნდა გადიდდეს, ამასთან თანაბრად მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ კუს ჯავშანი ცალკეული ფირფიტებით ფორმირდება, რომელიც ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდებული. როგორც პარკეტის დაფები, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ნაწიბურებით ერთანეთთან შეზრდის თვისებას.

ფირფიტებს რომ შეეძლოთ ერთნაირად ზრდა ყველა მხარეს, მათ წრის ფორმა ექნებოდათ. მაგრამ წრეებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან მჭიდროდ შეერთება, მათ შორის აუცილებლად იქნება ცარიელი ადგილები. არც ისე ბევრი ბრტყელი ფიგურა არსებობს, რომლითაც ზედაპირი შეიძლება სრულად დაიფაროს. ყველაზე მარტივებია - სამი
სწორი მრავალკუთხედი: სამკუთხედი, კვადრატი და ექვსკუთხედი. ზრდადმა ადგილებმა საეჭვოა, შეინარჩუნონ კვადრატის ან სამკუთხეთის ფორმა. ფორმების
წარმოქმნა ხდება უჯრედების დაყოფითა და მიგრაციით, უჯრედებს კი “არ შეუძლიათ” გაზომონ კუთხეები და დაითვალონ მანძილი. ამ შემთხვევაში - ექსვკუთხედები - ყველაზე მოსახერხებელია ფიგურათა შორის, რადგან შეუძლიათ, დაფარონ ზედაპირი: მათი ფორმა ყველაზე ახლოა წრესთან. ისინი ბაკანის საფუძველს წარმოადგენენ, ხოლო ფირფიტები, რომლებიც გვერდებიდან იზრდება მათ ისე ეკვრის, რომ ბაკანს ქონდეს სწორი ნაწიბური.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?