იაპონელებმა შიმპანზეს ასწავლეს თამაში ”ქვა, მაკრატელი, ქაღალდი” (+ვიდეო)
იაპონელმა მკვლევრებმა კიოტოს უნივერსიტეტიდან შიმპანზეს თამაში ”ქვა, მაკრატელი, ქაღალდი” ასწავლეს. ამის შესახებ 1-ელ აგვისტოს ჟურნალ "Primates"-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში 7 მაიმუნი მონაწილეობდა. მათ წინ დაყენებულ ეკრანზე ჩნდებოდა ქაღალდისა და ქვის ნიშნები. მონაწილეებს სთავაზობდნენ მათგან ერთ-ერთის ჩვენებას. სწორი არჩევანის დროს მათ გემრიელობას სთავაზობდნენ. ასე გრძელდებოდა, სანამ ცხოველები მიხვდებოდნენ, რომ ქაღალდი უნდა აერჩიათ. ამის შემდეგ პროცესი ქვასა და მაკრატელს შორის, მაკრატელსა და ქაღალდს შორის არჩევანით გრძელდებოდა.

თამაშის წესების გათავისება შვიდიდან ხუთმა მაიმუნმა შეძლო. ამისთვის მათ დღეში საშუალოდ 307 გამეორება დასჭირდათ. სწავლების ბოლო სტადია, რომლის დროსაც
შიმაპნზეები ცდილობდნენ, გაეკეთებინათ არჩევანი მაკრატელსა და ქაღალდს შორის, ცხოველებს განსაკუთრებით გაუჭირდათ. ისინი დიდხანს ვერ იგებდნენ,
რომ ქაღალდი, რომელიც ამარცხებს ქვას, მარცხდება მაკრატელთან.

ექსპერიმენტი 3-6 წლის ასაკის 38 ბავშვს ჩაუტარეს. სწავლების სიჩქარე იგივე აღმოჩნდა, სიზუსტე კი, რომლითაც ისინი სწორ ნიშნებს ირჩევდნენ, მათ ასაკზე იყო დამოკიდებული. 4 წლამდე ასაკის ბავშვების არჩევანი სრულიად შემთხვევითი იყო. მკვლევრების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ამოცანების ამოხსნის ნიჭი გადამკვეთი კომბინაციებით ადამიანებს მხოლოდ ამ ასაკში უვითარდებათ.

2013 წელს იტყობინებოდნენ, რომ ბრიტანეთის ქალაქ ბლეკპულის ზოოპარკის ორმა ორანგუტანგმა ვდიეოკამერის გამოყენება და სელფების გადაღება ისწავლა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?