"მიშველეთ! დინოზავრი ჩემს ბოსტნეულს ჭამს!" მაშველებმა ქალის ბოსტანი "ურჩხულისგან" იხსნეს
"მიშველეთ! დინოზავრი ჩემს ბოსტნეულს ჭამს!"  მაშველებმა ქალის ბოსტანი "ურჩხულისგან" იხსნეს
კიევის "ცხოველთა გადარჩენის ჯგუფი" ყოველდღე ზრუნავს გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველებზე. მოხალისეებს ჩვენს პატარა ბინადრებზე არაერთი ისტორია აქვთ, მათ შორის სახალისო ამბებიცაა.

რამდენიმე ხნის წინ, ცხოველთა გადარჩენის ცენტრს ქალმა უცნაური ისტორიით მიმართა. მისი თქმით, სახლის ეზოში მდებარე ბოსტანში დაბინავდა "დინოზავრი", რომელიც ყაბაყის მოსავალს ანადგურებდა. 

მიუხედავად აბსურდული სიტუაციისა, მაშველებმა ქალის სახლში მისვლა გადაწყვიტეს. დათვალიერებისას ბოსტანში აღმოჩნდა ერთადერთი "ურჩხული" იგუანა, რომელიც აგარაკის პატრონმა დინოზავრად აღიქვა.

Zooclub

შესაძლოა, რომელიმე ადგილობრივ მცხოვრებს ეგზოტიკური ცხოველი შინაურ ბინადრად ჰყავდა. იგუანა პატრონისგან დიდი ხნის გაქცეული იქნებოდა, რადგან ის იყო ძალიან გამოფიტული და დეჰიდრატაციით (გაუწყლოვანება)
იტანჯებოდა.

Zooclub

მაშველებმა ცხოველი გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მასზე პროფესიონალები იზრუნებენ. სამომავლოდ, თუ პატრონი არ გამოჩნდა, მას
კიევის ზოოპარკში დააბინავებენ.

Zooclub

იგუანა საოცრად მეგობრული ცხოველია. ბოლო დროს მომრავლდა ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ის შინაურ ბინადრად აჰყავს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეგზოტიკურ ცხოველს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იგუანა თავისუფლების მოყვარე არსებაა და მისი გალიაში ან პატარა სივრცეში გამოკეტვა არ შეიძლება.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა საკუთარი სახლის კედელზე გიგანტური ხვლიკი აღმოაჩინა

მან ეზოში შენიშნა კურდღელი, რომლის დანახვაც ნებისმიერ სულიერს შიშის ზარს დასცემდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?