იცოდით, რომ ჰოლანდიაში ქუჩაში მიტოვებული და უპატრონო შინაური ცხოველი არ არსებობს? აი, როგორ იმუშავა სახელმწიფომ ამისთვის
იცოდით, რომ ჰოლანდიაში  ქუჩაში მიტოვებული და  უპატრონო შინაური ცხოველი არ არსებობს? აი, როგორ იმუშავა სახელმწიფომ ამისთვის
მსოფლიოში არაერთი ადამიანი ქუჩაში ტოვებს საკუთარ შინაურ ცხოველს და ეს მათთვის არ ითვლება დიდ პრობლემად, თუმცა, შედეგად, უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები და კატები ძალიან იტანჯებიან. მეტიც, ისინი აგრესიული ადამიანების მსხვერპლნი ხდებიან ან შიმშილით კვდებიან. საბედნიეროდ, არსებობს ქვეყნები, რომლებიც მკაცრ კანონებს იღებენ ამ ბოროტების წინააღმდეგ. ისინი ცხოველებს სთავაზობენ სრულფასოვან ცხოვრებას ზედმეტი ტანჯვის გარეშე.


ამ მხრივ ნიდერლანდებს შეუძლია იამაყოს, რადგან ამ ქვეყანაში უპატრონო შინაური ცხოველი არ არსებობს. ამის მისაღწევად, მათ არ სჭირდებათ ცხოველების განადგურება. შედეგი კი შეიძლება კაცობრიობისთვის საუკეთესო მაგალითი გახდეს. აი, ასე
მიაღწია ნიდერლანდებმა ეფექტურ შედეგს:

ცხოველებს აქვთ უფლებები

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ არის ნიდერლანდებში
უპატრონო ძაღლი ან კატა ადამიანების დამოკიდებულებაა ცხოველების მიმართ. " ცხოველს უფლებები აქვს და კანონი მუშაობს, როგორც პატრონიან, ისე უპატრონო ცხოველების დასაცავად". ადგილობრივი მცხოვრებლები თვლიან, რომ ცხოველის მიმართ ჩადენილი სისასტიკე დანაშაულია.

Zooclub

ნიდერლანდებში და ინგლისში შინაურ ბინადარს აქვს იგივე უფლებები, რაც ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახი გადაწყვეტს ცხოველის აყვანას, ეს უკანასკნელი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდება და მას ექცევიან ისე, როგორც ბავშვს. ამ წესიდან კარგად ჩანს, რომ ცხოველთა უფლებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებები.

მიმდინარე კანონი და უსაფრთხოება

ცხოველთა დამცველების დამსახურებით, ХХ საუკუნეში ნიდერლანდებმა მთელი რიგი კანონები მიიღო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი კანონი, რომლის თანახმადაც, ის ვინც ცუდად მოექცევა ცხოველს ემუქრება ჯარიმა 17 000 ევრო ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი გირაოს გადახდის გარეშე.

Zooclub

ასევე, ხელისუფლების დავალებით ჩატარდა უპატრონო ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია.

ნათელია, რომ პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდა, თუმცა, მდგომარეობა გახდა მართვადი და ყოველი ცხოველი კონტროლირებადი. სწორედ ამ ცხოველებს სთავაზობდნენ ადამიანებს, რომლებსაც სახლში შინაური ბინადრის ყოლა სურდათ ან მათ პატრონობდნენ თავშესაფარში ყოველგვარი ევთანაზიის გარეშე.

Zooclub

ყველაფრის მიუხედავად, ნიდერლანდებმა მიაღწია მიზანს, რომ ყველა შინაურ ცხოველს სათანადო პირობებში ეცხოვრა.

შედეგი 4 ძირითადი ცვლილებით მოხდა:

1. ცხოველთა უფლებების გამკაცრება;

2. მაღალი გადასახადები ჯიშიანი ცხოველის ყოლაზე და მომშენებლების (სელექციონერები) გაკონტროლება;

3. ცხოველის მიმართ უდიერად მოპყრობის შემთხვევაში მკაცრი და დაუნდობელი ღონისძიებები;

4. ცხოველების მასიური სტერილიზაცია.

დღეს არა მარტო ნიდერლანდებსა და ინგლისში, არამედ თითქმის მთელ ევროპაში ცხოველების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში მკაცრი კანონები მუშაობს.

ნუ იქნებით ცხოველების მიმართ გულგრილნი და არ მიატოვოთ ისინი. მათაც სჭირდებათ სახლი და მოსიყვარულე ოჯახი.
Nita
ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვინდომოთ და მივა!
bebe
და საქართველო აქამდე როდის მივა?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?