ობობას ქსელის საოცარი თვისება: ახალი აღმოჩენა
ობობას ქსელის საოცარი თვისება: ახალი აღმოჩენა
ადამიანისთვის ძალიან ძნელია, დაინახოს ჭერიდან ქსელით ჩამოსული ობობა, სანამ ის ზუსტად მისი თვალების პირდაპირ არ აღმოჩნდება. დაშვების დროს ობობა მსუბუქ ტრიალისმაგვარ მოძრაობებს აკეთებს. მეცნიერებმა, როგორც იქნა, გაარკვიეს, რატომ აკეთებს ის ამას.

პოპულარული მექანიკა.

კვლევაში, რომელიც "Applied Physics Letters"-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა შეაგროვეს რამდენიმე წრეზე მქსოველი (Nephila edulis и Nephila pilipes), რომლებიც ”ოქროსრიგებად” და ”ხის გიგანტურ ობობებადაც" არიან ცნობილნი. ლაბორატორიის პირობებში ობობის ქსელიდან აიღეს ნიმუშები, რის შემდეგაც სპეციალური მოწყობილობით გაზომეს მათი დაჭიმულობის ძალა, რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჰენრი
კავენდიშმა დედამიწის მასის შესაფასებლად გამოიყენა.

ყველა სხვა ბოჭკო, რომლებსაც მეცნიერები ზომავდნენ (ადამიანის თმები, ფოლადის ან
ნახშირბადის ბოჭკოები და სხვ.) ელასტიკური იყო, ანუ დაგრეხვისა და გაჭიმვის შემდეგ, ასე ვთქვათ, საწყის ფორმას უბრუნდებოდა. თუმცა, ქსელი მსუბუქი გადაგრეხვის დროსაც დეფორმაციას მოლეკულარულ დონეზე განიცდიდა, რის გამოც მატერია დაზამბარებას ვერ ახერხებს და ობობას შეუძლია, დაეკიდოს ქსელს ფრთხილად ჩამოსვლის დროს.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ ქსელში მოლეკულების უნიკალური განლაგება ბადეს მისი ფორმის შენარჩუნების საშუალებას აძლევს ნებისმიერი გარე ზემოქმედების მიუხედავად. ინჟინრებს ეს თვისება შეუძლიათ გამოიყენონ იმ მატერიის შექმნისას, რომელიც საფუძვლად დაედება მაშველებისა და ალპინისტების სპეციალურ აღჭურვილობას - ამორტიზაციის მსგავსად, ძალზედ სასარგებლოა ექსტრემალურ პირობებში.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?