ტყეში მშვიდად მძინარე ტურისტ ქალბატონს უეცრად ფეხში კბილებით დათვი ჩააფრინდა...
ტყეში მშვიდად მძინარე ტურისტ ქალბატონს უეცრად ფეხში კბილებით დათვი ჩააფრინდა...
ამერიკის შტატ აიდაჰოში შავი დათვი ტყეში მძინარე ტურისტს თავს დაესხა.

UPI-ს ცნობით, ტურისტებმა ცხოველი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს, მაგრამ ბანაკიდან გააგდეს. მომდევნო ღამეს ის დაბრუნდა, მიეპარა ტურისტ ქალს, რომელსაც საძილე ტომარაში ეძინა და კბილებით ფეხში ჩააფრინდა. ქალს გაეღვიძა და იკივლა. შეშინებული ცხოველი ტყეში გაიქცა.

“ტურისტს ტრავმები არ მიუღია", - აღნიშნა შტატის მეთევზეობისა და მონადირეობის რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექს ჰედმა, - "საძილე ტომარა დაზიანებული არ არის”.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ცხოველი შეიძლება კვლავ გამოჩნდეს, ამის გამო ტურისტებს ამ რაიონში ღამით
გაჩერება აუკრძალეს. გარდა ამისა, ტყეში განალაგეს მახეები.

შავი დათვი (ბარიბალი) შედარებით გავრცელებულია ჩრდილო-ამერიკაში. ზრდასრული ხვადის
სიგრძე 1.4 - 2 მეტრს აღწევს და 360 კილოგრამამდე იწონის. ამ სახეობის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?