რუხი მგელი - შინაური ძაღლის წინაპარი
რუხი მგელი - შინაური ძაღლის წინაპარი
რუხი მგელი, ან ჩვეულებრივი მგელი, შინაური ძაღლების პირდაპირ წინაპრად და ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახეობად ითვლება. სტატიაში თქვენ გაიგებთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს რუხ მგელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემის ბალანსში ტუნდრის, ტაიგისა და ტყეების ბევრ რეგიონში. სამწუხაროდ, ჩვენს დროში მგლების პოპულაცია ძალიან შემცირდა ამ ცხოველების განადგურების გამო. მათ ანადგურებენ იმის გამო, რომ საშიშად თვლიან ადამიანებისა და შინაური ცხოველისთვის. რეგიონების ნაწილში ის გაანადგურეს მთლიანად და მხოლოდ ყველაზე შორეულ ტერიტორებზე მგლების პოპულაცია ჯერ კიდევ სატაბილურია.

1. რუხი მგელი ძუძუმწოვარს წარმოადგენს და გააჩნია საერთოდ
წინაპარი ძაღლებთან. ისინი ძირითადში ცივ ქვეყნებში ცხოვრობენ. სქელი და თბილი ქურქი იცავს მგელს ცივი ამინდისგან.

Zooclub

2. რუხი მგლები 0.6-დან 0.9 მეტრამდე აღწევენ სიგრძეში და დაახლოებით 50-65 კგ-ს იწონიან. როგორც სხვა გარეული ცხოველი, ისინი ენდობიან საკუთარ შეგრძნებებს. მგელი იყენებს ამ შეგრძნებებს ნადირობისა და სხვა მგლებთან ურთიერთობის დროს. მათ შეუძლიათ გაიგონ სხვა მგლის ძახილი, რომელიც ყმუის დაახლოებით 7 კილომეტრის სიშორეში. მათი შეგრძნება 100-ჯერ მეტად ძლიერია, ვიდრე ადამიანის.

Zooclub

3. რუხ მგელს შეუძლია სირბილი დაახლოებით 55 კმ/სთ. რუხი მგლები თავს მაღლა სწევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღელავენ. ჩვეულებრივ მათ თავი ზურგის გასწვრივ უჭირავთ. ეს მტაცებელი იკვებება ყველაფრით – ირმით, ბაჭიებითა და მღრღნელებით დაწყებული დომბათი და ცხვრით დამთავრებული.

Zooclub

4. რუხი მგელი – სოციალური ცხოველია. ერთ ჯგუფში არსებული მგლების რაოდენობის მიუხედავად, მგლები რჩებიან ერთად. ჯგუფი ითვლება ხროვად, რომელსაც მართავს ხვადი ძლიერი მგელი. საინტერესოა, რომ ისინი ნადირობენ ერთად, თამაშობენ ერთად და ყმუიან ასევე ერთად. საერთო ჯამში, ხროვა იერარქიულად ძალიან ძლიერად არის ორგანიზებული.

Zooclub

5. ფაქტია, რომ მგლები ძირითადში დალტონიკები არიან და მათი ლეკვები ყრუები და ბრმები იბადებიან. მათ მხოლოდ 9-12 დღის შემდეგ შეუძლიათ დანახვა. ზრდის სწრაფ ტემპთან ერთად პირველი ოთხი თვის განმავლობაში ლეკვებს ყველა შეგრძნება 30-ჯერ სწრაფად უვითარდებათ.

Zooclub

6. მგლებს არ ემუქრებათ გაქრობის რისკი, მაგრამ ისინი უკვე საშიშროების წინაშე დგანან. ჯერ ერთი, მათზე ნადირობენ, ასევე მათ მოიპოვეს პოპულარობა როგორც შინაურმა ცხოველმა. აუცილებელია მგლების საცხოვრებელი არის დაცვა, რომ შევინარჩუნოთ ისინი მომავალში.

Zooclub

7. მგლებს წელიწადში გამრავლების მხოლოდ ერთი პერიოდი აქვთ – ზამთარში. ლეკვები იბადებიან მიწისქვეშა სოროში აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში. ჩვეულებრივ ჩნდება 4-6 ლეკვი, რომელიც სწრაფად იზრდება და ზრდასრულობის ასაკს უკვე მათი პირველი ზამთრის დასასრულს აღწევენ.

Zooclub

8. მგელს, რომელიც გამოაგდეს ხროვიდან და ან მან თავისი ნებით მიატოვა, ხროვა მარტოხელას ეძახიან. ის გაურბის ხროვასთან კონტაქტს და იშვიათად ყმუის.

Zooclub

9. დათვების ან დიდი კატებისგან განსხვავებით, მგლებს არ აქვთ ანატომიური იარაღი, რომლითაც შეუძლია სწრაფად მოკლან დიდი ცხოველი. ისინი თავს ესხმიან ხროვით, სანამ მსხვერპლი მიწაზე არ ეცემა გულწასული და გამოფიტული. ისინი მაშინვე იწყებენ ჭამას იმისდა მიუხედავად, რომ ნანადირევი ხშირად ცოცხალია.

Zooclub

10. მგლები – ძალიან უპრეტენზიო ხორცისმჭამელი ცხოველები არიან. იმის გამო, რომ ისინი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ლანდშაფტზე ცხოვრობენ, ხანდახან იძულებულები არიან შეჭამონ თავისი ხროვის ტრავმირებული, ან ავადმყოფი წევრი და ნებისმიერი მგელი, რომელიც მოკვდა, ასევე იქნება შეჭმული. მსხვერპლად იქცევიან ასევე მგლები, რომლებიც ხაფანგში გაებნენ. როდესაც ორი ხროვა ერთმანეთს ხვდება, ძალიან ხშირად ისინი ფატალურ შერკინებაში იღებენ მონაწილეობას, სადაც წინამძღოლები იღუპებიან. ასეთ შემთხვევაში მათ ჭამენ საკუთარი შთამომავლები.

Zooclub

11. სტანფორდის უნივერსიტეტის 2008 წლის გამოკვლევით დადგინდა, რომ მუტაცია, რომელიც შავ ქურქზეა პასუხისმგებელი, მიმდინარეობს მხოლოდ ძაღლებში, ამიტომ შავი მგელი ეს არის რუხი მგელის შინაურ ძაღლთან შეჯვარების შედეგი. მუტაცია – ისევე, როგორც მუქი თმა ადამიანებში, უმეტესობას შთამომავლობის გადაეცემა.

Zooclub
ბუბუ
სანწრაფოდ, გამეცით პასუხი კითხვებზე.
მედია, ბუბუს დეიდა
თუ შეიძლება უპასუხეთ ჩემი დიშვილის ორ კომენტარს, ორი დღეა, ელოდება პასუხს. ორი დღის წინ მოგწერათ.
ბუბუ
როგორ მოიშინაურეს ადამიანებმა მგელი ძაღლად?
ბუბუ
თუ შავი მგელი დაიბადა, ძაღლთან რომ დაქორწინდეს, თეთრი შვილი გაუჩნდებათ, შავი თუ მონაცრისფერო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?