ჭაში ჩავარდნილი ძუ ლომის გადარჩენა (ვიდეო)
ლომები და სხვა ველური ცხოველები, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობენ, ხშირად ვარდებიან ჭებში. დროულად შემჩნევის შემთხვევაში, ცხოველის გადარჩენა შეიძლება.

კატების ოჯახის იშვიათი წარმომადგენელი, აზიური ლომი (ლათ. Panthera leo persica), ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული ევრაზიის სამხრეთით - საბერძნეთიდან ინდოეთამდე. ჩვენ დროს ეს სახეობა გადაშენების პირსაა: პლანეტაზე 500 ინდივიდი დარჩა და ყველა მათგანი გირსის ნაკრძალში ცხოვრობს (ინდოეთი, გუჯარათი). თუმცა, ეს რაიონი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია, ამიტომ ლომები არც თუ იშვიათად ვარდებიან ჭებში.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 8 ივლისს მოხდა. დილაადრიან სოფლის მცხოვრებმა, რომელიც წყლის ამოსატანად ჭასთან
მივიდა, იქ გასაჭირში ჩავარდნილი 2 წლამდე ძუ ლომი აღმოაჩინა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?