იპოვეს მსოფლიოში უდიდესი ჭიანჭველების ბუდე
იპოვეს მსოფლიოში უდიდესი ჭიანჭველების ბუდე
ბიოლოგებმა ჭიანჭველების გიგანტური ბუდე იპოვეს. ისინი მოსკოვის ოლქის ეკოლოგიის სამინისტროს შეკვეთით ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობების მონიტორინგს აკეთებენ.

ტყის წითური ჭიანჭველების ბუდე, რომელიც კლინკის რაიონში იპოვეს, სიმაღლით 1.7 მეტრი და დიამეტრით 2.5 მ-ია. ექსპერტების თქმით, ჭიანჭველების ასეთი ბუდე დღესდღეობით ცოტა გვხვდება და უშუალოდ ეს ბუდე ყველაზე დიდია მათგან, რაც ბოლო წლებშია აღმოჩენილი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ზომის წყალობით, ჭიანჭველების ბუდემ ტახების შეტევასაც კი გაუძლო. ცხოველებმა გათხარეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს.

ადამიანებისთვის წითური ჭიანჭველები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ისინი განსაკუთრებულად
სასარგებლონი არიან იმდენად, რამდენადაც ძალიან დიდი რაოდენობით ტყისთვის მავნებელ მწერებს ანადგურებენ. სასიამოვნოა ჩავთვალოთ, რომ ერთი
საშუალო ზომის ჭიანჭველის ბუდე მავნებლებისგან დაახლოებით მეოთხედ ჰექტარ ტყეს ათავისუფლებს. რა თქმა უნდა, თუ ჭიანჭველების ოჯახს შეაწუხებთ, მათი წევრები თავგამოდებით დაიცავენ საკუთარ თავს, კბენითა და მწარე ჭიანჭველის მჭავის შეშხურებით. მათი შეწუხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?