ცხვრების მასობრივი თვითმკვლელობა თურქეთში: რატომ იქცევიან ისინი ასე?
ცხვრების მასობრივი თვითმკვლელობა თურქეთში: რატომ იქცევიან ისინი ასე?
80 ცხვარი დაიხოცა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. მათ მასობრივი თვითმკვლელობა განახორციელეს. მწყემსის თვალწინ ცხოველები ერთმანეთის მიყოლებით კლდიდან ხტებოდნენ.

მომხდარის შესახებ ერკან ოზერმა განაცხადა. ის მურადიეს რაიონში, მთიან ადგილას ცხვრის ფარას მწყემსავდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ცხვარი კლდის პირას მივიდა და გადახტა, შემდეგ კი, თითქოს მისი მიბაძვით, მას რიგრიგობით მთელი ფარა მიყვა. მწყემსი ცდილობდა, შეეჩერებინა ცხოვლებები, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე გადაარჩინა. დახოცილთა რიცხვმა ოთხმოცს მიაღწია.

ცხვრების ასეთი ქცევის მიზეზი უცნობი რჩება. ივნისის დასაწყისში ასეთივე ამოუცნობი შემთხვევა მოხდა შვეიცარიაში, სადაც 13 ძროხა 50-მეტრიანი კლდიდან გადახტა.
სპეციალისტებს არც ამ ქმედების ახსნა აქვთ. რომც ვივარაუდოთ, რომ ძროხები რაღაცამ შეაშინა, იმ მომენტში ისინი
სხვადასხვა მხარეს გარბიან და არ მიყვებიან ერთმანეთს.
ცხვრები პირიქით, თავდაცვის მიზნით ერთად იკრიბებიან, თუმცა, მწყემსი დარწმუნებით ამბობს, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ცხოველებს არაფერი ემუქრებოდათ. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა და ცხვრების დახოცვა მათთვის სერიოზული დარტყმა იყო.
777
კორკოტასი შეეშინდათ
მქროლავი ტროლეიბუსი-ს
:D :D :D :D :D
მქროლავი ტროლეიბუსი
ეტყობა ლურჯი ვვეშაპი ითამაშეს!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?