პირველად გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ძუ ლომი “ნაშვილებ” პატარა ლეოპარდს კვებავს
პირველად გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ძუ ლომი “ნაშვილებ” პატარა ლეოპარდს კვებავს
ტანზანიის ნაციონალურ პარკ “სერენგეტში” უცნაური შემთხვევა მოხდა - ველურმა ძუ ლომმა ლეოპარდის შვილის გამოკვება დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ველურ ბუნებაში ლეოპარდი მისი მოწინააღმდეგეა.

ჩვეულებრივ, ზრდასრული ლომები ლეოპარდის პატარებს კლავენ იმიტომ, რომ ისინი მათი კონკურენტები არიან საკვების ჯაჭვში, თუმცა, ეს დედა გმირულად მოიქცა.

ძუ ლომი უცხო პატარასთან ერთად საკუთარი ბუნაგიდან 1 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბოკვრები ლომს მშივრები ჰყავდა, მან საკუთარ თავში იპოვა კიდევ ერთის გამოკვების ძალა. 

Zooclub

პარკის თანამშრომლების აზრით, შესაძლოა, დედა ლომი ფიქრობს, რომ საკუთარი შვილები დაიხოცნენ და
ცდილობს, თავისი ინსტინქტი უცხო პატარაზე დახარჯოს.

ასევე, უცნობია, სადაა დედა ლეოპარდი. ლომი ხომ მის პატარასთან
გადაბმულად ატარებს დღეებს.

ნაციონალური პარკის თანამშრომლები დაკვირვებით ადევნებდნენ თვალყურს ამ უნიკალურ შემთხვევას. მათ ესმით, რომ ჯობს პატარა დროს საკუთარ დედასთან ატარებდეს, მაგრამ ექსპერიმენტისთვის ისინი ჯერ არ ერევიან მათ საქმეში.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?