რა ფერისაა ქამელეონი, როცა არ ინიღბება?
რა ფერისაა ქამელეონი, როცა არ ინიღბება?
სხვადასხვა. ქამელეონები ფერს არა მხოლოდ შენიღბვისთვის, არამედ ემოციისა და შინაგანი დამოკიდებულების გამოსახატავად - საქორწინო და შიშის დემონსტრირებისას იცვლიან.
გარდა ამისა, მათი შეფერილობა დამოკიდებულია განათებაზე, ტემპერატურასა და სხვა პირობებზე.

ქამელეონის დაახლოებით 200 სახეობაა ცნობილი და ყველას თავისი პალიტრა აქვს. ერთი და იგივე ინდივიდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეფერილობისაა. ჩვეულებრივი ქამელეონი (Chamaeleo chamaeleon) დილას გვერდებში წითელზოლებიან მოყვითალო ”ღამის პერანგში” ხვდება. დათბობასთან ერთად, ის ნაზ მწვანე შეფერილობას იღებს, ხოლო მზეზე დიდხანს ყოფნის დროს მუქი ყავისფერი ან ცისფერ-ყვითელი ლაქებიანი მოლურჯო-შავი ფერის ხდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?