რატომ გაეკიდა ანტილოპა გნუ მანქანას (+ვიდეო)
დაკარგულმა პატარა ანტილოპა გნუმ მანქანების რიგი თავის ჯოგად მიიღო და მათ გაეკიდა.
ვიდეო სამხრეთ აფრიკის პარკში გადაიღეს.

“კგალაგადი უდაბნოებითა და წითელი ქვიშის დიუნებით არის ცნობილი. ჩვენ ნამიბიის საზღვარზე გადავადგილდებოდით. საოცარი იყო ის, რაც ვნახეთ - პატარა ანტილოპა ავტომობილს ყვირილითა და სირბილით გამოყვა”, - ყვება ზაჰირ ალი.

ცოლ ასმასთან ერთად ის უცნაური სურათის მომსწრე შეიქნა. თავიდან წყვილი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მაგრამ მათთვის მალე გასაგები გახდა, რომ პატარა ცხოველი დაიბნა და მის წინ გადაადგილებული ავტომობილი დედად მიიღო. ინსტინქტურად პატარა ანტილოპა ახლოს
მოძრავ ყველაზე მსხვილ ობიექტეს გაეკიდა.

ზახირმა და ასმამ ცხოველს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სდიეს. ცხოველი რამდენჯერმე
შეიცვალა მიმართლებას, სანამ ანტილოპების ჯოგი არ გამოჩნდა. პატარამ დედა იპოვა თუ არა, დამშეულმა მაშინვე რძის ჭამა დაიწყო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?