დათვი ამერიკულ ციხეში მოხვდა
დათვი ამერიკულ ციხეში მოხვდა
კოლორადოს შტატის ქალაქ დურანგოში (აშშ) დათვი ოლქის ციხეში შეიპარა.

KOB-TV-ის ცნობით, ცხოველი გადაძვრა ღობეზე, რომელზეც შემოვლებული იყო ეკლიანი მავთული და დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დარაჯებმა დისტანციურად გათიშეს ელექტროკლიტე იმის იმედით, რომ დათვი გახსნიდა კარს და გავიდოდა. როდესაც ეს არ მოხდა, შერიფის დამხმარეებმა სცადეს მისი გაგდება, მაგრამ ის ხეზე აძვრა. მოგვიანებით მათ მაინც მოახერხეს დათვის ტერიტორიიდან გაყვანა და მან ციხის მიმდებარე გორაკებისკენ აიღო გეზი.

სერჟანტ დენ ბენდერის თქმით, დათვი საკმაოდ დიდი იყო. მისი წონა 100 კილომდე იქნებოდა.

”ჩვენ რეგულარულად ვხედავთ ირმებს, ლოსები
დადიან. მაგრამ დათვი აქ ჯერ არასოდეს გვინახავს”, - ამბობს ბენდერი.

შერიფის ოფისმა ტვიტერზე ცხოველის ფოტოები
დადო.

Zooclub


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?